სარალიძე ლელა შაქროს ასული
სარალიძე ლელა შაქროს ასული

სარალიძე ლელა შაქროს ასული (05.II.1964, ქუთაისი), ისტორიკოსი, ისტ. დოქტ. (2007). დაამთავრა ქ. ქუთაისის სახ. პედაგოგ. ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი, სპეციალობა: ისტორია-უცხო ენა (1988), სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის ასპირანტურაში, მსოფლიო ისტ. სპეციალობით (1988-1991). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ.“ (1994), მიენიჭა ისტ. დოქტორის ხარისხი (2007). საქართვ. მეცნ. აკად. ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ევროპის ქვეყნების ისტ. გან-ის მეცნიერ-თანამშრომელი (1995-1998), ახ. ისტ. განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი (1998–2006), ივანე ჯავახიშვილის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ახ. და უახლ. ისტ-ის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006 – 2018); საქართვ. ტექნ. უნ-ტის საქართვ. ისტ. და კულტ. დეპარტ. დოცენტი (1996–1998). კითხულობდა საქართვ. ისტ., საქართვ.-საფრანგეთის ურთიერთობების კურსს ფრანგულ ენაზე; ააიპ - რეგიონალიზმის კვლევის ინ-ტის გამგეობის თავ-რე და მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-დან). სარედაქციო კოლეგიის წევრი კრებულების: „ახ. და უახლ. ისტ-ის საკითხები“ (თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი); „ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა“ (შოთა რუსთაველის სახ. უნ-ტის ნიკო ბერძენიშვილის ინ-ტი); „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ (შოთა რუსთაველის სახ. უნ-ტის ნიკო ბერძენიშვილის ინ-ტი). ს. ლ. არის ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც საზღვარგარეთ არსებული საქართვ. დემოკრატიული რესპ. მთავრობის მოღვაწეობის ამსახველი არქივი დაამუშავა; გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაცია. ს. ლ. არის საერთაშ. სამეცნ. ქსელის  - POSOC 19-ის წევრი (ბრიუსელი, ბელგია) (2020-დან).

თხზ.: სარალიძე, ლ. (თანაავტორი). (2013). საქართველოს სამხედრო ისტორია: მოკლე კურსი. ნაწ. 2. თბ., ISBN: 9789941061110; სარალიძე, ლ. (თანაავტორი). (2016). საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში: სამეცნიერო ლიტერატურისა და დოკუმენტების მიხედვით: წ. 1-2. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941251443; სარალიძე. ლ. (2018). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921). ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ., თსუ გამ-ბა, ISBN: 9789941137181; სარალიძე, ლ. (2023). ბათუმი საქართვ. დემოკრატ. რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921). ფავორიტი, ISBN: 9789941859113; სარალიძე, ლ. (თანაავტორი). (2025). რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში. საქართვ. უნ-ტის გამ-ბა. ISBN 9789941989780; სარალიძე, ლ. (2026). მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი) ევროპული ფედერალიზმის სათავეებთან. თბ., ფავორიტი სტლი, ISBN: 9789941888014; სარალიძე, ლ. (თანაავტორი). (2026). ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ-პოლიტიკური საფუძვლები-ქართველები ევროინტეგრაციის სათავეებთან (XX საუკუნის 30-60-იანი წლები). თბ., ფავორიტი სტილი, ISBN: 9789941888021.