სარაჯიშვილი ქეთევან გიორგის ასული
სარაჯიშვილი ქეთევან გიორგის ასული

სარაჯიშვილი ქეთევან გიორგის ასული (12.IX.1959, თბილისი), ქიმიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი ანალიზური ქიმიის სპეციალობით (1982) და სპი-ის საზ-ბრივ პროფესიათა ფაკ-ტი (1982). სტაჟირებით იმყოფებოდა მოსკოვში, ორგ. ქიმიის ინ-ტის ზელინსკის სახ. ლაბორატორიაში, სადაც შეისწავლა რენტგენოელექტრო სპექტროსკოპიის და იწ-სპექტროსკოპიის მეთოდები (1984-1985). დაიცვა დისერტაცია თემაზე:„ლიზინის ფენილალანინის და მისი წარმოებულების ასიმეტრიული კატალიზური სინთეზი" და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1992). იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი  (1984-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-2023); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2023-დან). მუშაობდა რ. შუმანის სახ. ევრ. სასწავლებლის ქიმიის და ბიოლოგიის დეპარტ. პედაგოგად (2001-2010). იგი სტუ-ის აგრ. მეცნიერებების და ბიოსიტემების ინჟინერინგის ფაკ-ტის პროფესორი და აკად. საბჭოს წევრია (2021-დან). მისი სამეცნ. ინტერესებია: ქიმ. ეკოლოგია და ნანო რკინის შემცველი ადსორბენტები. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით, რ-ებიც ეხება ულტრადისპერსული არაორგანული ნაერთების მიღებას (AL2O3, WC, TiC) და მათგან ფუნქციური მასალების ტექნოლოგიის დამუშავებას, ნახშირბადის სტრუქტურული ფორმების მიღებას (ნანომილები, გრაფენის ოქსიდი). SCOPUS ბაზაში მისი თანაავტორობით გამოქვეყნებულია ზოგიერთი სამეცნ. პუბლიკაცია:„Synthesizing fine-grained powders of complex compositions B4C–TiB2–WC–Co“ (Solid State SciencesOpen source preview, 2020, 108); „Effect of cobalt additive on phases formation in boron carbide matrix composites B4C–(Ti,Zr)B2–W2B5“ (Solid State SciencesOpen source preview, 2023, 145); „Tungsten Scraps and Graphite Foil Waste as Precursors for Manufacturing W–C–Co Materials: Carbidization of Tungsten Compounds in Presence of Graphene Oxides“ და „Comparative Characterization of Graphene Oxides Obtained from Graphite Foil Wastes and Flake Graphite“  (Materials Science Forum, 2026).

თხზ.: სარაჯიშვილი, ქ. (თანაავტორი). (2006). ამოცანათა კრებული ფიზიკურ ქიმიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994085336.