საყვარელიძე ევგენი ალესანდრეს ძე
საყვარელიძე ევგენი ალესანდრეს ძე

საყვარელიძე ევგენი ალესანდრეს ძე (14.III.1940, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1964). დაამთავრა საქ. .სსრ მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტის ასპირანტურა (1970). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. მოსკოვში სსრკ აკადემიის დედამიწის ფიზიკის ინ-ტში (1971). მუშაობდა უმცროს მეცნ. მუშაკად გეოფიზიკის ინ-ტში (1964-1969).  იყო თსუ-ის გეოფიზიკის კათედრის ასისტენტი (1971-1975), იმავე კათედრის დოცენტი (1975-2006); სეისმური მონიტორინგის გეოფიზიკის ლაბორ. მკლევარი (2006-2011). არის თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორ. გამგე (2011-დან). უნ-ტში მუშაობისას მან შექმნა გეოფიზიკის კათედრაზე გეოთერმია - გეოელექტრობის სასწავლო-სამეცნ. ლაბორატორია, კითხულობდა ლექციებს გეოთერმიაში, გეოელექტრობაში, ქანების ფიზიკაში, ბირთვულ გეოფიზიკაში და ზოგად გეოფიზიკაში. გამოქვეყნებული აქვს 64 შრომა, მათ შორის 3 სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია. მონაწილეობდა ბევრ გეოფიზიკურ ექსპედიციაში საქართვ. ტერიტორიაზე და საზღვაო საერთაშ. (იუნესკოს) ექსპედიციებში ზღვებსა და ოკეანებში გაზჰიდრატების კვლევებთან დაკავშირებით. იყო იუნესკოს „მცურავი უნივერსიტეტის“ პროგრამის ეროვნ. კოორდინატორი საქართველოში (1999-2010). იყო საქართვ. გეოფიზიკური ასოციაციის აკად. მ. ალექსიძის სახ. გეოფიზიკური პრემიის მფლობელი (1996) და სოროსის დოცენტის გრანტების მფლობელი (1995 – 1999).