-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი საქართველოს პარლამენტის წევრი
საყვარელიძე დავით გიორგის ძე (15.IX.1981, თბილისი), იურისტი, პოლიტიკოსი, ღირსების ორდენის მფლობელი (2008). დაამთავრა თსუ-ის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი (2004). საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სამართ. ექსპერტიზის დეპარტ. სპეციალისტი (2001-2003); საქართვ. პრეზიდენტის ადმ. სამართ. უზრუნველყოფის დეპარტ. მთ. სპეციალისტი (2003-2006); თბილ. მერიის კანონიერების დაცვის გენ ინსპექციის უფრ. (2005-2006); საქართვ. გენ. პროკურორის აპარატის უფრ. მოადგილე (2007); შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურორი (2007-2009); თბილ. მთ. პროკურორი (2009-2010); საქართვ. მთ. პროკურორის პირველი მოადგილე (2010-2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012-2015); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2012-2013); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდ. კომიტეტის წევრი (2013-2015); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (2012-2015). უკრაინის გენ. პროკურორის მოადგილე (2015-2016). მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი სახელმწ. მრჩევლის წოდება.
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.