-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
საპოჟნიკოვა ნელი ალექსანდრეს ასული (02.VII.1957, თბილ.), აკადემიური დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით ბიოფიზიკა (1979). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (1989). ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ებაში გამოყენებითი ბიოფიზიკისა და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვ. (2024-დან). მთავარი მეცნიერ თანამშრომელი თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში (2010-დან). უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2001-2010), ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, research associate პორტსმუთის უნ–ტი (დიდი ბრიტანეთი, 2000-2001). ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში მეცნიერ-თანამშრომელი (1985–1999). ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტი, სტაჟორი-მკვლევარი (1979-1984); სანქტ-პეტერბურგის ციტოლოგიის ინ–ტში, სტაჟორი-მკვლევარი (რუსეთი, 1984-1985); ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის სამეცნ. საბჭოს წევრი(2007-დან); ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის ფიზიკურ-ბიოლოგიური პრობლემების საბჭოს სამეცნ. მდივანი(1985-1989). მოლეკულური უჯრედული ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, ლექციების კურსი (თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტი, 2007-2008). დოქტორანტურის დისერტაციის მიწვეული გამომცდელი „ბიოქიმიკატების მიკრობული ქარხნები: ბიოპოლიმერების წარმოება გარემოს ბაქტერიებიდან“ პორტსმუთის უნ–ტში, დიდი ბრიტანეთი, დოქტორის ხარისხის რეგისტრირებული პროგრამა (2018).ზაფხულის სკოლა „ბიოჩიპების ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები“ პორტსმუთის უნ–ტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნ. სკოლის დოქტორანტებისთვის სალექციო კურსი (დიდი ბრიტანეთი, 9-13 ივნისი, 2014). საერთაშ. და ადგილობრივ გრანტებში და პროექტებში მონაწილეობა:SRNSF გრანტი №FR-22-3307 „პლაზმურად გააქტიურებული წყლის დეკონტამინაციის ეფექტურობის მიკროორგანიზმების დახასიათება“ (პროექტის მენეჯერი, 2023-2026); SRNSF გრანტი №FR-22-21528 „ალკოჰოლისა და ოპიოიდების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული ინსულტის ბიომარკერების შემუშავება“ (მკვლევარი, 2023-2025); SRNSF-მსოფლიო ბანკი CARYS-19-35 „გენმოდიფიცირებულ მცენარეებში ალერგენების ანალიზი PCR-თან შეწყვილებული დნმ-ჩიპის გამოყენებით“ (ბიოჩიპების კვლევის წამყვანი ექსპერტი, 2020-2021); STCU-SRNSF გრანტი №6306 „გმო კულტურების იდენტიფიკაციისთვის დნმ-ის დიაგნოსტიკური ტექნოლოგია“ (თანამონაწილე ინსტიტუტის მენეჯერი, 2017-2019); STCU-SRNSF გრანტი №6304 „ნიადაგის ქიმიური დაბინძურების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების სტრატეგიის შემუშავება ბიოჩიპებისა და ბიოსორბენტების გამოყენებით“ (ბიოჩიპების ექსპერტი, 2017-2019); კონტრაქტი №6600028240 კვლევისა და განვითარებისთვის საუდის არაბეთის ნავთობკომპანიისგან „ბიოჩიპები, როგორც ნავთობის საბადოების მიკროორგანიზმების სწრაფი გამოვლენისა და აღრიცხვის ინსტრუმენტები“ (პროექტის მენეჯერი, 2012-2015); ISTC გრანტი G-1761p „ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ბიოჩიპების წარმოება“, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი (DECC) (პროექტის მენეჯერი, 2010-2012); GNSF გრანტი № GNSF/ST09–945–6-341 „ანტიოქსიდანტური თავდაცვის სისტემები და სისხლის მატრიცის მეტალოპროტეინაზები, როგორც ბიომარკერები მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ (წამყვანი ექსპერტი ბიოქიმიაში, 2010-2011); STCU-GNSF გრანტი №5012 „ანტიოქსიდანტური სისტემის სტატუსისა და სისხლის მეტალოპროტეინაზების ჯვარედინი გავლენა მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ (აშშ, E.O. ლ. ბერკლის ეროვნ. ლაბორატორია (LBNL), პროექტის ხელმძღვ., 2009-2011); STCU გრანტი №4330 „მძიმე ლითონების დეტოქსიკაცია ბაზალტის ბინადარი ბაქტერიებით“ (აშშ, LBNL, ბერკლი, მკვლევარი, 2007-2009); CRDF-GE-B2-2597-TB-03 „მძიმე ლითონების იონების მიკრობული შემცირებისა და დეტოქსიკაციის მექანიზმები“ (აშშ, LBNL, ბერკლი, მკვლევარი, 2004-2006); ISTC გრანტი G-349 „Cr(VI) ნაერთების დაბალი დოზით და დაბალი დოზით ზემოქმედების მიმართ უჯრედშიდა რეაქციების მექანიზმების ინ ვიტრო შესწავლა“ (აშშ, LBNL, პროექტის მენეჯერი, 2001-2003); ISTC გრანტი G-348 „მძიმე ლითონების ტრანსფორმაცია მიკრობულ-მინერალურ ზედაპირებზე“ (აშშ, LBNL, მოლეკულური ბიოლოგიის წამყვანი ექსპერტი, 2000-2002); Wellcome Trust International-ის კვლევითი განვითარების გრანტი N 052144/Z/97/Z „HMG1 ქრომატინის ცილის რუკა“, (დიდი ბრიტანეთი, პორტსმუთის უნ–ტი, 1997-2000); INTAS-94-0280 „ქრომოსომული აქტივატორი ცილის HMG1 სტრუქტურა და ფუნქცია“ (1994-1996); ISF ჯ. სოროსის ფონდი, კვლევითი გრანტი (1993); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2021-2027); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2015-2021). კვლევების შედეგები წარდგენილია პრეზენტაციების სახით 31 საერთაშ. კონფერენციაზე. გამოქვეყნებული აქვს სულ 82 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.