სანიკიძე ზურაბ ტიტეს ძე
სანიკიძე ზურაბ ტიტეს ძე

სანიკიძე ზურაბ ტიტეს ძე (15.XI.1962, თბილისი), ისტორიკოსი, სამართ. სპეციალისტი, პოლიტიკოსი;  დაამთავრა  თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1985-1991) და ასევე, იურიდ.  ფაკ-ტი (1991). იყო  თბილ. აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების მუშა (1979-1980);  საქართვ.  უახლესი ისტ. ცენტრ. სახელმწ. არქივის ფონდების მცველი (1984-1987);  საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმის მუშა (1987-დან);  საქართვ. სახ. ფრონტი-რადიკალური კავშირის მთ. კომიტეტის წევრი; იყო  საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“ (1990-1992), ხელი აქვს მოწერილი საქართვ.  სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.IV.1991). ეწვა საადვოკატო საქმიანობას - სამოქალაქო სპეციალობით (2000-დან). არის საქართვ. ადვოკატთა ასოცაციას წევრი  (2005-დან).