-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ფილოლოგი ფინანსისტი თანამდებობის პირი
სანიკიძე თამარ რელგიზის (რევაზის) ასული (30.VIII.1978, თბილისი), ფილოლოგი, ფინანსისტი, თანამდებობის პირი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1998); საქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტი (GIPA, 2000); სერტიფიცირებული ბუღალტერთა ასოციაცია, გლაზგოს უნ-ტის პროგრამა (2007); მართვის ამერ. ასოციაცია (AMA, 2011). იყო საქართვ. ტრანსპორტის სამინისტროს, საზღვ. დეპარტ. წამყვანი სპეციალისტი (1998-1999); Black & Veatch (UK) LTD - თბილ. გამრიცხველიანების პროექტის, სამშ. სამუშაოების შემფასებელი (Quantity Surveyor, 2000-2001); ფინანს. დირექტორის მოადგილე (2001-2003); სს თელასის, ქსელის განვითარების დეპარტ. ეკონომისტი (2003-2005); ურბანული ინ-ტის წარმომადგენლობა საქართვ. (UI), ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროექტი (2005-2009); საქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტის (GIPA), აგრ. განვითარების პროგრამა (GRDP, 2009-2010); სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის ლექტორი (2008-დან); საქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტის ფინანს. დირექტორი (GIPA, 2010-2012); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე (2012-2013); საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრი (2013-2016); განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვ. (2016-2018).