სანიკიძე ჯემალ  გურის ძე
სანიკიძე ჯემალ გურის ძე

სანიკიძე ჯემალ გურის ძე (23.VIII.1933, ბაღდათი, ძვ. ქ. მაიაკოვსკი, საქართველო-12. IV. 2021, თბილისი), მათემატიკოსი.  ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი(1988). დაამთავრა: თსუ-ის მექ.-მათ. ფაკ-ტი (1956), სწავლა გააგრძელა იმავე ფაკ-ტის ასპირანტურაში გამოთვლითი მათ. მიმართულებით (სამეცნ. ხელმძღვ. აკად. შ. მიქელაძე), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1963). იყო თსუ-ის მექ.-მათ. ფაკ-ტის ასისტენტი, ხოლო შემდეგ დოცენტი (1963-1967);  საქ. მეცნ. აკად. გამოთვლით ცენტრის (ამჟამად ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტი) მეცნიერ-თანამშრომელი (1967-1978); ამავე ინ-ტის ანალიზის გამოთვლითი მეთოდების ახლადშექმნილი განყ-ების გამგე (1978-2021). მოსკოვის ფიზ.-ტექ. ინ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაციას გამოთვლითი მათ. სპეციალობით (1985).  იყო სტუ-ის  უმაღლესი მათ. კათედრის პროფესორი (1983-2006). პარალელურად ეწეოდა პედ. საქმიანობას საქ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში რიცხვითი მეთოდების თანამედროვე თეორიის განვითარებაში. იგი მიიჩნევა სინგულარული ოპერატორების აპროქსიმაციის ქართ. სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებლად. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. ნაშრომი. მის პუბლიკაციებში ძირითადად განხილულია კოშის ტიპის სინგულარული ინტეგრალების აპროქსიმაციის მეთოდები და მათი გამოყენება კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სხვადასხვა სასაზღვრო ამოცანის მიახლოებით ამოხსნისათვის. მისი ხელმძღვ. და კონსულტაციით დაცულია 20-მდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მიღებული აქვს რუსეთის გამოყენებით მეცნ. ეროვნ. აკადემიის მედალი "თანამედროვე გამოთვლით მათემატიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის" (2003). ის იყო: რამდენიმე სამეცნ. ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი; სხვადასხვა მუდმივმოქმედი საერთაშ. კონფერენციისა და სიმპოზიუმის საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტის წევრი; საქ. მათ. კავშირისა და გამოთვლითი მათ. საერთაშ. საკოორდინაციო კომიტეტის წევრი;  ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს  თავმჯდომარე.

თხზ.: Саникидзе, Дж. (თანაავტორი). (1986). Многофункциональные оптоэлектронные модули вычислительных структур . – Тб., Мецниереба; Саникидзе, Дж. (თანაავტორი). Организация оптоэлектронных некогерентных процессов ЦВМ. Тб., Ганатлеба; სანიკიძე, ჯ. (რედაქტორი). (2009). შესავალი Matlab დაპროგრამებაში. თბ., სოხუმის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941127717.