სანიკიძე ინგა თენგიზის ასული
სანიკიძე ინგა თენგიზის ასული

სანიკიძე ინგა თენგიზის ასული (09.IX.1965, თბილისი), ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1987) და ასპირანტურა (1990). არის თსუ-ის ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის კვლევის ცენტრის უფრ. ლაბორანტი (1987), თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის მოწვეული მასწავლებელი (1991-1996), ფილოლ. მეცნ. კანდ., დოქტორთან გათანაბრებული პირი (1995), თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრის მასწავლებელი (1996-2006), თსუ-ის დოცენტი (2006), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის მოწვეული ლექტორი (2006-2009), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2009-დან), ქართ. ენაში მომზადების საგანმან. პროგრამის ხელმძღვ. (2019-2024), თსუ-ის სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის ხელმძღვ. (2005-დან), ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საგამომცემლო კოლეგიის წევრი, ქართველური ენებისა და ქართ. ლიტერატურის ქვემიმართულების ხელმძღვ. (2010-დან), თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2022-დან). ს. ი. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ქართ. ენის მორფოლოგიასა და სინტაქსს; ქართ. მეტყველების კულტურას; ქართ. წერისა და მეტყველების კულტურას; ქართ. ენის პრაქტიკულ სტილისტიკას; ქართ. ენის სწორმეტყველებასა და სტილისტურ რეზერვებს; ქართ. იურიდ. დოკუმენტების ენასა და სხვ. ს. ი.-ს კვლევის სფეროებია: ქართ. ენის მორფოლოგია და სინტაქსი; რუსთველის ენა; ლექსიკა-ლექსიკოლოგია; ფსიქოლინგვისტიკა; ქართ. ენის ნორმალიზაციის საკითხები; სტილისტიკა; ქართ. როგორც მეორე ენა და სხვ. ს. ი.-ს მონოგრაფია „ასპექტის მორფოლოგიური კატეგორიის გამოხატვის სისტემა ქართულში“ (2007) შეეხება ქართ. ენის მორფოლოგიის ერთ-ერთ უძვ. კატეგორიას და განიხილავს მას როგორც დიაქრონიულ, ისე – სინქრონულ დონეზე. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის. ს.ი.-ს თანაავტორობით შედგენილია სახელმძღვანელო „ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა“ (2009), მასში განხილულია ქართ. ენის ლექსიკურ და ენობრივ საშუალებათა სტილისტიკური თავისებურებანი, არაერთი თეორ. და პრაქტ. საკითხი. სახელმძღვანელო განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. საინტერესოა ს. ი-ს გამოკვლევა „ლინგვისტური ინტეგრალები“ (2012), რომელშიც ისტ., ფოლკლორულ და ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით შესწავლილია ქართ. ისტ. ტოპონიმები, უძველეს წარმართულ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული ლექსიკა და ღვთაებათა სახელები. თითოეული საკითხი გააზრებულია უძველესი მსოფლიოს კულტურულ კონტექსტში. აღსანიშნავია ს. ი.-ს წვლილი ქართ., როგორც მეორე ენის, სწავლების სფეროში. ის არის ქართ. ენის რამდენიმე დარგობრივი სახელმძღვანელოს თანაავტორი, ავტორი და მეთოდისტი: „სამართალმცოდნეობა“ სამუშაო რვეულით, საფეხური ბ+ (2018);  „მენეჯმენტი“ სამუშაო რვეულით, საფეხური ბ+ (2018); „სამოქალაქო განათლება“ სამუშაო რვეულით, საფეხური ბ+ (2018); „ბუღალტრული აღრიცხვა“ სამუშაო რვეულით, საფეხური ბ+ (2018). სახელმძღვანელო წიგნები ეფუძნება საერთაშ. სტანდარტს და ენის სწავლების ოთხკომპონენტიან (კითხვა, წერა, ლაპარაკი, მოსმენა) მოდელს, მოიცავს სინონიმებისა და ანტონიმების დაფებს, კომუნიკაციური გრამატიკის ელემენტებსა და სხვ. ს. ი-ს  ავტორობით შექმნილია ქართ. ენის სახელმძღვანელო საქართვ. ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის „ქართული ენა“, I და II ნაწილი (2022). სახელმძღვანელო წიგნში გათვალისწინებულია ენის სწავლების საერთო ევროპ. ჩარჩო დოკუმენტის მიერ (CEFR) დადგენილი დისკრიპტორები, რ-იც აფართოებენ ენობრივი განათლების სფეროს, ხელს უწყობენ ენის შემსწავლელთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებას. ნაშრომი აგებულია 4-კომპონენტიანი სწავლების მოდელზე, სისტემატიზირებულია თემატური, ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური და კომუნიკაციური გრამატიკის სასწ. მასალა.

თხზ.: სანიკიძე, ი. (2012). წარმართული საქართველო და წელიწადის დროების განაწილების ბინარული სისტემა. Translatologia Pannonica III. PTE BTK FKK. 318-324. უნგრეთი; სანიკიძე, ი. (2012). ამაზონთა სახელდების საკითხისათვის. ქართველოლოგი N18 (3). გვ.55-86. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სანიკიძე, ი. (2013). რედუპლიკაცია, როგორც ლექსიკურ-ტიპოლოგიური კვლევის ერთ-ერთი საინტერესო სფერო (ქართული ენის მასალაზე). Tipologia Lexica. Entorno Grafico, Atarfe. 213-218. გრანადა, ესპანეთი; სანიკიძე, ი. (2019-2020). ლა- პრეფიქსის ისტორიული ფუნქციისათვის ქართულში.  ქართველური ენათმეცნიერება VI-VII. გვ. 231-239. ISSN23468106, თბ., უნ-ტის გამ-ბა; სანიკიძე, ი. (2022). ბიბლიური წყევლის ფსიქოლინგვისტური პარადიგმა ძველ ქართულ ისტორიულ საბუთებში. Signo. ტ. 47 N. 88. 165-170: ISAPL.; სანიკიძე, ი. (2022). ანტროპონიმი ტარიელი-„ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ენიგმა [ისტორიულ-ფილოლოგიური ძიება]. სპეკალი N16. ISSN 19878583 ; სანიკიძე, ი. (2023). ნაცვალსახელთა ერთი ჯგუფისათვის ახალ ქართულ ენაში. ქართველური ენათმეცნიერება VI-VII, გვ.103-110. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სანიკიძე, ი. (2023). „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ტმესირებული სტრიქონის გააზრებისათვის. ქართველოლოგი N 29. გვ. 237-264; 237-264. ISSN15121186. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სანიკიძე, ი. (2025). ერთი ფიგურალური გამოთქმის ისტორიისათვის  „ვეფხისტყაოსანში“ („ბურთი და მოედანი“). ქართველური ენათმეცნიერება XI, გვ.123-132, ISSN23468106. თბ., უნ-ტის გამ-ბა.