-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პოლიტიკოსი
სანებლიძე ნიკოლოზ ჯემის ძე (31.I.1958, თბილისი), ფილოლოგი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1979). იყო თსუ-ის თანამშრომელი (1979-1980), საქართვ. მეცნ. აკად. მართვის სისტემების ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1980-1988); თსუ-ის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1990); თბილ. N 5 სკოლის მასწავლებელი (1990-2004); საქართვ. კულტ. სახ. ინ-ტის ლექტორი (1998-2005); მასმედიისა და კომუნიკაციის ინ-ტის ლექტორი (2004-2009); საქართვ. მეცნ. აკად. მართვის სისტემების ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საქართვ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.IV.1991). საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკონ. რეფორმების კომისიის წევრი (1990-1991). იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ პოლიტ. მდივანი, თბილ. მერობის კანდიდატი (2017). არის რამოდენიმე წიგნის ავტორი (თანაავტორი) და გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები სამეცნ. ჟურნალებში: ,,ნადირობის ფენომენოლოგია „ვეფხისტყაოსანში“ და მონღოლთა ეპოქა“ (ქართული წყაროთმცოდნეობა N19-20, 2017/2018); ,,გივი გეგეჭკორის ,,ფრანგულის გაკვეთილი“ (ლექსმცოდნეობა:ყოველწლიური კრებ. N15, 2023); ,,ოლია და ვაგნერი: რამდენიმე მოსაზრება გალაკტიონის ,“მზეო თიბათვისას“ შესახებ“ (თეატრი=Theatre N5 (339), 2023); „საიდუმლო კუნძული“ (ლექსმცოდნეობა:ყოველწლიური კრებ. N15, 2023); ,,შოთა ჩანტლაძის ზოგადი პოეტური სემანტიკა: „ტრავაის“ რეკვიემი“ (ლექსმცოდნეობა:ყოველწლიური კრებ. N16, 2024).
თხზ.:სანებლიძე, ნ. (თანაავტორი). (2019). ძველინგლისური ეპოსი ქართულ სამოსელში : ("სერ გევეინი და მწვანე რაინდი"). ქუთაისი; სანებლიძე, ნ. (თანაავტორი). (2021). მხატვრული ქრონიკები ქართლის ჭირზე:ხმა მღაღადებლისა საქართველოში. თბ., ჩვენი მწერლობა; სანებლიძე, ნ. (თანაავტორი). (2021). მხატვრული ქრონიკები ქართლის ჭირზე. თბ., ჩვენი მწერლობა; სანებლიძე, ნ. (რედაქტორი). (2024). შოთა რუსთაველის საიდუმლო : [3 ტომად]. ტომი 1, ვინაობა. თბ., საარი
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.