სამუშია ჯაბა გიორგის ძე (15. VIII.1971, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1989 – 1994), ლონდონის Edwards Language School (2000). ს. ჯ. მუშაობდა თსუ-ის ქართ. სახელმწ. და სახ. დიპლომატიის ისტორიის სამეცნ.-კვლ. ცენტრში, შუა ს. საქართვ. ისტორიის ჯგუფის ხელმძღვ. (1994-2006), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ პროფესორი (2006-2011), შემდეგ ასოცირებული პროფესორი (2011-2012), თბილ. საკრებულოს თავ-რის მოადგილე (2010-2014), თბილ. საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავ-რე (2014-2017), შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე (2018-2020), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სრული პროფესორი (2018-დან), შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გენერალური დირექტორი (2020-2022, ოქტ.), თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2022 ოქტ.- დეკ.), თსუ-ის რექტორი (27. 12.2022-დან), ეროვნ. საკონტაქტო პირი-ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი ევროპა“ ფუნქცია: ევროპის ინოვაციებისა და ტექნ. ინ-ტი (National Contact Point: EU Research and Innovation Framework Programme ,, Horizon Europe “ function: European Institute of Innovation and Technology, EIT, (2020-2022, ოქტ.), იურიდ. წარმომადგენელი ბენეფიციარი ორგანიზაციისგან Erasmus-ის პროექტი: ,,საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების გაზრდა კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით“ (Legal Representative from beneficiary organization: Erasmus Project: ,,Raising Research Capacity of Georgian HEIs through developing R&D units”, 2020-2022 ოქტ.), Head of the Bridgehead organization: „EURAXESS Georgia Network Startup” (2020-2022 ოქტ.). ს. ჯ. მონაწილეობდა BRIDGE (Building resources in democracy, government and elections) workshops (2012), მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით „Twinning-ის“ პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში (2019), სლოვაკეთის მეცნ. აკად. და სლოვაკეთის კვლევისა და ინოვაციის განვითარების სააგენტოს საქმიანობის გაცნობა-ტრენინგ ვიზიტი - SOVVA - Slovak Organization for Research and Development activities (სლოვაკეთი, ბრატისლავა, 08.03.2020), ევროკომისია ტვინინგ პროექტში ,,ინტერ - სექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების წახალისება მეცნიერება ბიზნესს შორის“ პროექტის ლიდერი ბენეფიციარი ორგანიზაციის (ფონდის) მხრიდან (2020-2022), ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშ. პროექტი ,,Caliper” - linking research and innovation for gender equality” - საორგანიზაციო ჯგუფის ლიდერი (2020-2022), ჰორიზონტი 2020 - ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი ,EURAXESS Georgia Network Startup-bridgehead ორგანიზაციის ლიდერი, პროექტის მმართველი კომიტეტის თავ-რე (2019-2022), ჰორიზონტი 2020 - ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი (მარია სკლადოვსკა კიურის აქტივობები) CAPTAIN – Science is Captain პროგრამის ლიდერი ბენეფიციარი ორგანიზაციის (ფონდის) მხრიდან (2020 – 2021). ს. ჯ. იყო შ. რუსთაველი საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები პროექტის ხელმძღვ. (2014-2017), გამომც. პალიტრა L საქართვ. ილუსტრირებული ისტორია 30 ტომად პროექტის ხელმძღვ. (2014- 2017), ამავე გამომც. პროექტის - „ქართველი მეფეები“ 24 ტომად ხელმძღვ. (2018), თსუ-ის საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) მონაწილე (2018). ს. ჯ. იყო საქართვ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტის წევრი, საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდიატი (2003), დაიცვა დისერტაცია თემაზე - „საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა 1027-1089 წლებში“ (2002), არის აკადემ. დოქტორი, დაარსდა ჟურნ.“ისტორიანი,” რომლის მთ. რედაქტორია (2010-დან), ასევე არის ქ. ტორუნის (პოლონეთის რესპუბლიკა) აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის (Institutum Orientalium) ჟურნ. - „Studia Orientalne“ სამეცნ. საბჭოს წევრი, მისი მონაწილეობით შესრულდა და ამჟამად მიმდინარეობს არა ერთი სამეცნ. პროექტი, რ-იც დაფინანსებულია შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და ,,ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში, საერთაშ. სამეცნ. ტექნ. ცენტრი ISTC-ის და უკრაინაში სამეცნ.-ტექნ. ცენტრის STCU-ს მმართველი საბჭოს წევრი და საქართვ. წარმომადგენელი (2020-2022), სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართვ. კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საერთაშ. საქველმოქმედო ფონდის მთ. და მმართველი საბჭოს წევრი (2023), ერევნის სახელმწ. უნ-ტის საერთაშ. ურთიერთობების ჟურნ. სარედაქციო საბჭოს წევრი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრ. და აღმ. ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი. იგი იყო რადიო გადაცემის „ისტორიანი ჯაბა სამუშიასთან ერთად“ ავტორი და წამყვანი (2010), მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია „პირველი არხის“ მიერ მოწყობილ მედია-პროექტში: „საქართველოს დიდი ათეული“, იყო პროექტის მთავარი ექსპერტი (2008-2009). 2007 წელს სატელევიზიო სერიალის „საქართველოს ისტორია“ სცენარის თანაავტორი და ექსპერტი (ტელეკომპანია „მზე“) (2007), სატელევიზიო სერიალ „მხედართმთავარის“ ექსპერტი (ტელეკომპანია „საქართველო“) (2006-2008). ს. ჯ.-ს მიღებული აქვს ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვრილისთვის ვარშავის უნ-ტის უმაღლ. ჯილდოს, საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი, საქართვ. ხელოვნების სასახლის უმაღლ. სამუზეუმო ჯილდო - „ბროლის აპოლონი“ (2016), საქართვ. წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სიგელი (23.11.2003), მეცნიერების აკადემიის დიპლომი. ს. ჯ-ს მიენიჭა ვარშავის უნ-ეტის უმაღლ. ჯილდო-„საუნივერსიტეტო მედლი“ (2015), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსის წოდება (2022). იგი ავტორია 250-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 17 სამეცნ. პოპულარული წიგნის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სალექციო კურსებს. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: „ქართული დიპლომატიური ლექსიკონი“ (ტ. 1-1997, ტ. 2. 1999), „ივანე ჯავახიშვილი-ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (2002), „Православная Энциклопедия“ (2002-2004) და სხვა. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა 5 ტომეულისა და „საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ 30 ტომეულის გამოცემა (2014-2016).
თხზ.: სამუშია, ჯ. (1997). XI საუკუნის საქართველოს ისტორიის რამდენიმე მოვლენის დათარიღებისათვის. კრ. ქართული დიპლომატია, #4, გვ. 235-252; სამუშია, ჯ. (1999). ნარკვევები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან: წიგ. 1. თბ; სამუშია, ჯ. (2000). საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა გიორგი II-ის მეფობაში, კრ. ისტორიანი; სამუშია, ჯ. (2001). ერთი თურქული მინიატურის შესახებ. ჟურ. ომეგა, #8; სამუშია, ჯ. (2002). რა ერქვა თბილისის აკროპოლისს XI საუკუნეში: 2: “უმედეულის” ადგილმდებარეობის შესახებ. ჟურნ. საისტორიო ვერტიკალები, #2, გვ.56-60; სამუშია, ჯ. (2002). Das „Leben des Giorgi Mtaçmideli“ als Quelle zur byzantinischen Geschichte. „Georgica“. Universitätsverlag Konstanz. Heft 25, გვ. 75-82; Самушиа, Dж. (2002). Баграта Храм. Православная Энциклопедия, Т. IV, М. გვ. 251-252; Самушиа, Dж. (თანაავტორი). (2003). Картвелологическая школа Санкт-Петербурга (Классический период). კრ. Грузино- Российские научно-культурные связи в истории Санкт-Петербурга, С. П., გვ. 300-320; სამუშია, ჯ. (2003). ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან (საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1945-1953 წლებში). თბ.; სამუშია, ჯ. (2003). ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი: (XI-XII სს.), გენეალოგიური ნარკვევი. თბ; სამუშია, ჯ. (თანაავტორი). (2003). ქართული დიპლომატიის ისტორია. თბ; სამუშია, ჯ. (თანაავტორი). (2004). ქართული დიპლომატიის ისტორია: (ქრესტომათია). თბ.; სამუშია, ჯ. (2008). საქართველოს სამხედრო ისტორია (უძველესი დროიდან – XVIII საუკუნემდე). თბ.; სამუშია, ჯ. (2010). ასე შენდებოდა თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარი. თბ., გამ-ბა ინოვაცია; სამუშია, ჯ. (2015). საქართველოს სამხედრო ისტორია: (ნარკვევები). თბ.; Самушиа, Джаба. (თანაავტორი). (2015.) Святой Давид Строитель-обьединитель кавказа, Тб.; სამუშია, ჯ. ბაგრატ III: (სერია დიდი ქართველები). თბ; სამუშია, ჯ. (2019). ძველი თბილისი, ისტორიული ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია: ტ. 10, თბ.; სამუშია, ჯ. (2021). დიდგორის ბრძოლა, „ძლევაჲ საკვირველი“. თბ; სამუშია, ჯ. (2022). საისტორიო ძიებანი, თბ.; Samushia, J. (2021). Georgian and Greek Texts of The Life of John and Euthymius as Historical Sources, Caucasica Antiqua et Christiana (Edited by David kolbaia), Warsaw; სამუშია, ჯ. (2022). ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. თბ.; სამუშია, ჯ. (2023). ქართული გასტრონომიის ისტორია, თბ; სამუშია, ჯ. (2024). “მეფე თამარი“ საქართველოს დიდი მეფეების გალერეა. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941362835; სამუშია, ჯ. (2025). “ბაგრატ III გამაერთიანებელი” საქართველოს დიდი მეფეების გალერეა. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941363504; სამუშია, ჯ. (2025). “მესტუმრე ჯიქური ნარკვევი” XIII საუკუნის 50-იანი წლების საქართველოს ისტორიიდან. უნ-ტის გამ-ბა, SBN 9789941363573.