-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ასირიოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სამსონია ნინო ზაურის ასული (01. IV. 1978, თბილისი), ასირიოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი და სწავლა განაგრძო ასირიოლოგიის მიმართულებით. არის ასირიოლოგიის კათედრის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი და დამფუძნებელი. მუშაობდა ასირიოლოგიის კათედრის ასისტენტად, სადაც დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მიხეილ (მიხაკო) წერეთელი და ასირიოლოგია“ (ხელმძღვ. აკად. გრიგოლ გიორგაძე, 1999). იყო თსუ-ის ასირიოლოგიის კათედრის დოქტორი (2000-2006). მუშაობდა ოქსფორდის უნ-ტში პროფ. ჯერემი ბლექის ხელმძღვანელობით (2003); კემბრიჯის უნ-ტში მიწვეულ მკვლევრად პროფ. ნიკოლას პოსტგეიტთან (თრინითი კოლეჯი, 2007). იყო ასირიოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2006-2012); თსუ-ის ასირიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2012); ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის საპატიო მონაწილე თსუ-დან (2018). ასირიოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის საქართვ. პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით (2022).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სამსონია, ნ. (2005). ეგვიპტური მითოლოგიის ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, isnb: 9994038931; სამსონია, ნ. (2005). მიხეილ (მიხაკო) წერეთელი და ასირიოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სამსონია, ნ. (2008). შუამდინარული გლიპტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, isnb: 9789941130359; სამსონია, ნ. (2016). მითანური გლიპტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, isnb: 9789941135545; სამსონია, ნ. (2025). შუამდინარული და ქართველოლოგიური ძიებანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.