-
ავტორი
- კატეგორიები: დოცენტი ფიზიკოსი მათემატიკოსი
სამსონაძე ეთერი ტიტეს ასული (4.III.1940. ქ. თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კადიდატი (1978). დაამთავრა: ოქროს მედალზე თბილ. 72-ე საშ. სკოლა (1958), თბილ. დ. არაყიშვილის სახ. მუსიკ. სასწავლებელი (1959). მუშაობდა მუსიკის პედ. თბილ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (1959-1963). დაამთავრა: საქართვ. პოლიტექნ. ინ-ტის ავტომატიკის და ტელემექან. ფაკ-ტი (1963), მუშაობდა ინჟინრად თბილ. ავტომატიკის ხელსაწყოების და საშუალებების საკონსტრუქტორო ბიუროში (1963-1964). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1968) , ასპირანტურა სპეციალობით ალგებრა და რიცხვთა თეორია (1971). იყო თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის ასისტენტი (1971-1979) და დოცენტი (1980-2006). კითხულობდა ლექციებს უმაღლეს მათემატიკაში სტუდენტებთან თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე (2007-2014), სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედაგოგიური უნ-ტის მათ. კათედრაზე, თსუ-ის სოხუმის ფილიალის ალგებრა-გეომ. და მათ. სტატისტიკის კათედრაზე. მისი შრომები უკავშირდება ალგებრების დაუყვანადი წარმოდგენების და აგრეთვე დიოფანტეს განტოლებების საკითხებს. მან გამოიკვლია დამოკიდებულებები ლის ნახევრად მარტივი სხვადასხვა ალგებრების დაუყვანადი წარმოდგენების წონების ჯერადობებს შორის [1]. მას მიღებული აქვს დიოფანტეს წრფივი განტოლების მთელ არაუარყოფით ამონახსნთა რაოდენობის განსაზღვრის ახალი რეკურენტული ფორმულა. ამის გამოყენებით იპოვა ასეთი განტოლების ამონახსნთა რაოდენობის განსაზღვრის ელემენტარული მეთოდი, რომელიც ძირითადად იყენებს კრონეკერის ფუნქციის თვისებებს და კომბინატორიკის ელემენტებს [2].
თხზ.: Самсонадзе, Е. (1976). О зависимости между кратностями весов неприводимых представлений некоторых полупростых алгебр Ли. Труды ТГУ, с. 166.; Самсонадзе, Е. (2025). On Sylvester’s denumerants. Georgian Math. Journal; სამსონაძე, ე. (2005). წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია. მეთოდური მითითებები და სავარჯიშოები ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა. თბ.