სამყურაშვილი რატი რევაზის ძე
სამყურაშვილი რატი რევაზის ძე

სამყურაშვილი რატი რევაზის ძე (19.XII.1977, ჭიათურა - 06.IV.2020, თბილისი), ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1998),  ასპირანტურა (2003); ევრ. საბჭოს თბილ. პოლიტ. სწავლების სკოლა (2014); .იყო საქართვ. მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ცენტრ. სათათბიროს ვიცე-სპიკერი (1998-1999); საკადრო რესურსების სამსახურის უფრ. (1999-2000); სმაკ.-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფრ. (2000-2001); საქართვ. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აპარატის უფრ. თანაშემწე, რეფორმების საორგანიზაციო სამდივნოს უფრ. (2001); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2004-2008); ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის ორგანიზაცია, თავ-რე (2002-2003); საქართვ.  მე-6 მოწვევის პარლამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2006); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2008-2012).

ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.