სამხარაძე მაია ბონდოს ასული
სამხარაძე მაია ბონდოს ასული

სამხარაძე მაია ბონდოს ასული (24.III.1976, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1997), შემდეგ ამავე ფაკ-ტის მაგისტრატურა ბირთვული და ატომური ფიზიკის სპეციალობით (1999). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე, ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში მეცნ.-თანამშრომლის პოზიციაზე (1999-დან). არის 4 სამეცნ. სტატიის თანაავტორი. ამჟამად ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის კომპიუტერული კლასის ინჟინერია.