-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი მეცნიერ თანამშრომელი
სამხარაძე ლიანა ომარის ასული (23.VII.1959, თბილისი), ქიმიკოსი, ქიმიკოს–ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლ. ფაკ-ტი (1982). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ასპირანტურა (1987), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ციკლოპენტილ-ფოსფონოვანი მჟავების სინთეზი და გარდაქმნა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1997). პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი მეცნიერ თანამშრომელი (1983-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). ს. ლ.-ს შრომები ეხება გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების მეთოდების შემუშავებას ქიმ. ეკოლოგიის მიდგომების გამოყენებით. ს. ლ.-ს მიერ შესწავლილია ქიმიურად აქტიური, ბუნებრივი მინერალების (ქანების) – ტრავერტინის და კირქვის ეკოლ. კუთხით გამოყენების ასპექტები. მის მიერ პირველად იქნა გამოყენებული ტრავერტინი და კირქვა, როგორც ადსორბენტები და შესწავლილი მათი ადსორბციული თვისებები წყალხსნარების სპილენძის იონებისგან გაწმენდის პროცესში. თანაავტორია სამეცნ. სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების, მათ შორის: „Copper Ions Adsorption from Aqueous Solution Using Perlite“ (International Journal of New Technology and Research (IJNTR), 2020); „Water purification from zinc ions using expanded perlite“ (World Journal of Advanced Research and Reviews, 2023); „Adsorptive removal of zinc icons from aqueous solutions in the presence of Georgia minerals“ (World Journal of Advanced Research and Reviews (WJARR), 2024); „Adsorption removal of copper ions from water medium with the use of travertine and limestone“ (World Journal of Advanced Research and Reviews, 2025).