-
ავტორი
- კატეგორიები: პერიოდული გამოცემა
სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „მათემატიკა“. თსუ-ის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს გადაწყვეტილებით დააარსდა ჟურნალი (2013). მისი შექმნის იდეა ფაკ-ტის იმდროინდელ დეკანს-რამაზ ბოჭორიშვილს ეკუთვნის. ჟურნალის მიზანია მასწავლებლებსა და მოსწავლეებში მათ. ცოდნის პოპულარიზაცია, მათემატიკის მასწავლებელთა პროფ.ზრდის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ჩართვა მათემატიკის ლამაზ სამყაროში მოგზაურობისა და საინტერესო ამოცანების ამოხსნის პროცესში; ჟურნალი გვაწვდის ინფორმაციას როგორც მათემატიკის დეპარტამენტის, ისე მექანიკა-მათემატის ფაკ-ტის წარმატებული კურს-დამთავრებულების საქმიანობისა და მომავალი სტუდენტების პერსპექტივების შესახებ. სარედაქციო საბჭო: რამაზ ბოჭორიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე (მთავარი რედაქტორი), ომარ ფურთუხია (მთ. რედაქტორის მოადგილე), როლანდ ომანაძე, გია გიორგაძე, ილია თავხელიძე, თენგიზ კოპალიანი, ქეთევან შავგულიძე, თინათინ დავითაშვილი, ბეჟან ღვაბერიძე, პეტრე ბაბილუა. ჟურნალში რამდენიმე განყოფილებაა, რ-ბსაც სარედაქციო საბჭოს წევრები ხელმძღვანელობენ: „მათემატიკური სკოლები“ (ომარ ფურთუხია)-გად-მოიცემა მასალა მათ. ცნებებისა და პრობლემების წარმოშობისა და განვითარების შესახებ, გამოჩენილი ქართვ. მათემატიკოსების შესახებ; „თარგმანი“ (ილია თავხელიძე)- უცხოელი ავტორების სამეცნ.-პოპულ. სტატიები; „მეთოდიკა“ (თეიმურაზ ვეფხვაძე, ქეთევან შავგულიძე) – მასალა, რ-იც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას; „მოსწავლეები“ (თენგიზ კოპალიანი, ბეჟან ღვაბერიძე) – მასალა, რომელიც განკუთვ ნილია მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციისთვის, მათ. ოლიმპიადების მიმოხილვა, საინტერესო ამოცანები მოსწავლეებისთვის; „თსუ“ (თინათინ დავითაშვილი)-საინტერესო ფაქტები და მოვლენები ჩვენი უნ-ტის ისტორიიდან.