სამადაშვილი უშანგი ისაკის ძე
სამადაშვილი უშანგი ისაკის ძე

სამადაშვილი უშანგი ისაკის ძე (06.X.1952, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის სააღრიცხვო-ეკონ. ფაკ-ტი (1978) და საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტის ასპირანტურა პოლიტეკონომიის სპეციალობით (1982). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1984), ხოლო სადოქტორო - თემაზე: „სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და კერძო მეწარმეობის განვითარება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში“ (1995), არის ეკონ. მეცნ. დოქტორი. დღემდე საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). მუშაობდა თსუ-სთან არსებულ სამეცნ.-სასწ. გაერთიანებაში უფრ. მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტში ჯერ წამყვან მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ კი ლაბორ. გამგედ. იყო საქართვ. დ. აღმასენებლის სახ. უნ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (1978-2006). ს. უ. არის სოროსის საერთაშ. საგანმან. პროგრამების გრანტის მფლობელი და მრავალი საერთაშ. და რესპ. კონფერენციის მონაწილე, საერთაშ. ასოციაციის „ქალი და ბიზნესი“ ექსპერტი. გამოსცა 169 სამეცნ. ნაშრომი. მისი ნაშრომი „მუშათა მმართველური საქმიანობა და შრომის დისციპლინა“  დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. აკადემიის მედლითა და პრემიით, ხოლო „ბიზნესის საფუძვლები“ გამარჯვებულია ნომინაციაში საუკეთესო პუბლიკაცია ბიზნესში“ (2007) და დაჯილდოებულია პრემიითა და დიპლომით.

თხზ.:სამადაშვილი, უ. (2016). დივერსიფიკაცია-საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი:[მონოგრაფია]. თბ., უნივერსალი; Самадашвили, У. (თანაავტორი). (2018). Глобальные тенденции современного экономического развития:[монография]. Новосибирск: Изд. ЦРНС; სამადაშვილი, უ. (2024). ბიზნესის საფუძვლები (დამატებებით). თბ., უნივერსალი.