-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სალუქვაძე რევაზ გორგის ძე (15.IX.1929, თბილისი - 22.X. 2000, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953). იყო თსუ-ის ლაბორანტი (1952-1954), საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის ასპირანტი (1954-1957), ქალაქ დუბნის ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინ-ტის უფრ. ლაბორანტი. ს. რ. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-მუშაკი, უფრ. ინჟინერი (1957-1962). იყო თსუ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატ. გამგე, კათედრის გამგე (1962-1974) და დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (1970-1971). ს. რ. დაინიშნა მრავალპროფილიანი, მრავალათასიანი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის დირექტორად(1974), რ-საც ხელმძღვანელობდა 26 წლის განმავლობაში სიცოცხლის ბოლომდე. მან ინ-ტის თანამშრომლებთან ერთად სამუშაოთა ციკლისთვის „ნანო და მიკროწამის ხანგრძლივობის სუსტად რელიატივისტური და დიდი დენების ელექტრონების ამაჩქარებლის დამუშავება“ მიენიჭათ საქართვ. სახელმწ. პრემია (1985). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „დაბალტემპერატუროვანი ბუშტოვანი კამერა და მაღალი ენერგიის ნაწილაკების ურთიერთქმედებათა გამოკვლევა“ (1975). თსუ-სთან არსებული მაღ. ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური სამეცნ-კვლევითი ლაბორ. ბაზაზე შეიქმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი (1980), მისი დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ნ. ამაღლობელთან, ალ. თავხელიძესთან, თ. კოპალეიშვილთან ერთად ს.რ. გახლდათ. იყო აფხაზეთის სახელმწ. უნ-ტის კათედრის გამგე (1979-1985). არის 120 სამეცნ. ნაშრომის და 30 გამოგონების ავტორი. მისი ხელმძღვანელობით 20 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციაა დაცული. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991); საქართვ. მეცნ. აკადემია, აკადემიკოსი (1993-2000). ჯილდოები:პეტრე მელიქიშვილის სახ. პრემია (1979); საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1981); საქართვ. სახელმწ. პრემია (ჯგუფთან ერთად) სამუშაოთა ციკლისთვის „ნანო და მიკროწამის ხანგრძლივობის სუსტად რელიატივისტური და დიდი დენების ელექტრონების ამაჩქარებლის დამუშავება“(1985); ღირსების ორდენი (1995).