-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის წევრი აკადემიკოსი
სალუქვაძე მინდია ევგენის ძე (03.V.1933, თბილისი-07.XII.2018), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1955) და ასპირანტურა (1961). იყო თბილ. 55-ე საშ. სკოლის ფიზიკის მასწავლებელი (1955-1957); საქართვ. მეცნ. აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად ა. ელიაშვილის მართვის სისტემების) ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1957-1958); მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინ-ტში (1961-1964); იყო უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1964-1967); ამავე ინ-ტის ლაბორატ. ხელმძღვ. (1967-1971); შემდეგ დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1971-1981); ინ-ტის დირექტორი (1981-2006); საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.04.1991); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (1994-დან); არჩეული იქნა ნიუ-იორკის მეცნ. აკადემიის ნამდვილ წევრად (1994); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2007-2018). გამოქვეყნებული აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ 150-ზე მეტი სამეცნ. სტატია, 15 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო (თანაავტორებთან ერთად). აღსანიშნავია, რომ ამერიკაში გამოცემული მისი მონოგრაფია ერთ-ერთი პირველი იყო მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის სფეროში. სამეცნ. ლიტერატურაში შესულია ტერმინები "სალუქვაძის მეთოდი", "სალუქვაძის ამოხსნა", "სალუქვაძის პრინციპი", "სალუქვაძის ოპტიმუმი". მისი ნაშრომებია: „Влияние некоторых типичных нелинейностей на настройку автопилота“ (1959); „Аналитическое конструирование регуляторов. Постоянно действующие возмущения“ (1961); „Об аналитическом конструировании оптимального регулятора при постоянно действующих возмущениях“ (1962); „К задаче синтеза оптимального регулятора в линейных системах с запаздыванием, подверженных постоянно действующим возмущением“ (1962); Об оптимизации векторных функционалов: 1: Программирование оптимальных траекторий: 2: Аналитическое конструирование оптимальных регуляторов“ (1971); „On an Example of Using M-Programming in Multicriteria Optimization“ (2005). იგი იყო: ტექნიკის მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1980). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (1993); ს. მ. მიღებული აქვს: საქართვ. სახელმწ. პრემია, მეცნ. და ტექნიკის დარგში (1979), უმაღლ. სასწ. სახელმძღვანელოსათვის - "ოპტიმალური და ადაპტური სისტემები" (1997); გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1996); ღირსების ორდენი (1998); საქართვ. სახელმწ. პრემია, მეცნ. და ტექნიკის დარგში (2004); მიენიჭა რუსეთის საერთაშ. კონკურსის ლაურეატის წოდება (2015); ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ, 2019);
თხზ.: Salukvadze, M. (თანაავტორი). (1994). The Berge equilibrium. Tb.; Salukvadze, M. (თანაავტორი). (1994). Linear-quadratic differential games with side payments. Tb.; სალუქვაძე, მ. (თანაავტორი). (2000). დუალობა არასკალარული ოპტიმიზაციის ამოცანებში. თბ., მოდესტა; სალუქვაძე, მ. (თანაავტორი). (2002). ოპტიმიზაციის მეთოდები. თბ., [ტექნ. უნ-ტი], ISBN: 9992894482; სალუქვაძე, მ. (თანაავტორი). (2018). ოქროს წესის მათემატიკური საფუძვლები: [მონოგრაფია]. თბ., საჩინო, ISBN: 978994127851.
ლიტ.: ჯიბლაძე, ნ. (2008). მინდია სალუქვაძე: 75. თბ., [ტექნ. უნ-ტი], ISBN: 9789941140730.