სალუქვაძე მარინა აბელის ასული
სალუქვაძე მარინა აბელის ასული

სალუქვაძე მარინა აბელის ასული (20.IX.1961, ქ. სოხუმი), ჟურნალისტი, მედიამენეჯერი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1983). გაიარა საგანგებო სიტუაციათა დაგეგმვის კოლეჯი (2007), მოლაპარაკებების წარმართვის კურსი (ბერლინი, 2009), ეროვნ. თავდაცვის უმაღლ. კურსი (2013), Media Education Program (ჩიკაგო, 2019). იყო საქ. განათლების სამინისტროს „ესთეტიკური აღზრდის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვ. (1990–1991). თავისუფალ ახალგაზრდულ გაზ. „საქმეში“ კორესპონდენტი (1991–1992). საქ. სახელმწ. ტელერადიომაუწყებლობის პირველ არხზე ინფორმაციული პროგრამების რედაქციის გადაცემების: „მოამბე“; „ქვიშის საათი“ ხელმძღვ. (1994–1998); დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ტვ-7“-ის საინფორმაციო და პოლიტ. გადაცემების ხელმძღვ. (1998–2000); დამოუკიდებელი სტუდია „აუდიენციის“ გადაცემის „გრიფით საიდუმლო“ ხელმძღვ. (2000–2001). ს.მ. საქმიანობას ეწეოდა მედია-ჰოლდინგ „იმედიში“ და „საგამომცემლო სახლში მთავარი გაზეთი“ (გენ. დირექტორი, მთ. რედაქტორი), რომლის ფარგლებში გამოდიოდა ეროვნულ და რეგიონული გამოცემები და ჟურნალები (2001–2004). მუშაობდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქ. სახელმწ. მინისტრის აპარატში (ანალიზისა და საზ-თან ურთიერთობის სამმართველოს უფრ., სახელმწ. მინისტრის მთ. მრჩეველი, შერეული საკონტროლო კომისიის წევრი, 2004–2008). რეინტეგრაციის საკითხებში საქ. სახ. მინისტრის აპარატის ანალიტიკის, ინფორმაციისა და საზ-თან ურთიერთობის სამმართველოს უფრ. (2008–2010). შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქ. სახელმწ. მინისტრის აპარატში (2010–2016); IPRM-ის ფორმატში ქართ. დელეგაციის მუდმივი წევრი. საქ. სახელმწ. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მრჩეველი (2016–2018). არის თსუ-ის მულტიმედია ცენტრის დირექტორი (2018-დან); თსუ-ის გაზ. „თბილისის უნივერსიტეტის“ რედკოლეგიის წევრი (2019-დან). იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის მედიახელოვნების/ციფრული მედიის უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2022–2024). ხელმძღვანელობდა საგანმან. და კვლევით პროექტებს, მათ შორის: აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პროექტს „მედია წიგნიერების გაუმჯობესება საქართველოში“ (2020–2021); სტუდენტურ კინო-ტელეფორუმს „ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ (2021–2022). მონაწილეობა აქვს მიღებული უნ-ტის სახელით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებში მაუწყებლობის სფეროში, რის შედეგადაც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება. ასევე, მონაწილეობდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სამთავრობო სამუშაო ჯგუფებში და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში მაუწყებლობის სფეროში.  არის საზღვრისპირა რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხებზე განხორციელებული კვლევის მონაწილე (შოთა რუსთაველის საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი, 2023).