სალუქვაძე ეთერ შალვას ასული
სალუქვაძე ეთერ შალვას ასული

სალუქვაძე ეთერ შალვას ასული (28.XI.1945, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1968). გაიარა ასპირანტურის კურსი (1970-1973), დაიცვა დისერტაცია თემაზე "ასკანგელის სტრუქტურაწარმოქმნის მექანიზმი ორგანულ გამხსნელებში“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1992). ს. ე. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის კოლოიდური ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1969-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. სახ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). ს. ე.-ის შრომები ეხება ლითონკომპლექსების მიღებას და კვლევას. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესრულებული აქვს ხელატური სტრუქტურის Fe(II), Zn(II), Mn(II), Cu(II), Co(II)-ის D-ფრუქტოზასთან კომპლექსების და სელენმეთიონინის  სინთეზი და მათი ფიზ.-ქიმ. თვისებების კვლევა, მომზადებული აქვს სხვადასხვა კონცენტრაციების შემცველი საინექციო და პერორალურად მისაღები კომპოზიციები (ახლადშობილი გოჭების სამკურნ.-პროფილაქტიკური მიზნით), შემუშავებული აქვს შესაბამისი ინსტრუქციები და რეკომენდაციები. ის თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების:„Environmentally friendly therapeutic and prophylactic means, against plant pathogens“ (Ecological and environmental chemistry, 2022); „Some molecular-sieve peculiarities of natural zeolite of Georgia“ (World Journal of Advanced Research and Reviews, 2023, 17(03)) და სხვა  ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების თეზისების. მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ხელატური მიკროელემენტების დანამატი ფრინველთა კვებაში“; „დაბინძურებული წყლების გამწმენდი კომბინირებული ფილტრი“; „ცხოველთა ლითონდეფიციტური ანემიის კომპოზიციური პროფილაქტიკურ - სამკურნ. საშუალება“ და „ასკან - თიხის საფუძველზე სამკურნალო საშუალების მიღების ხერხი“.