სალუქვაძე ელენე დავითის ასული
სალუქვაძე ელენე დავითის ასული

სალუქვაძე ელენე დავითის ასული (25.II.1959, თბილისი), გეოგრაფიის დოქტორი, ფიზიკო-გეოგრაფი, ლანდშაფტმცოდნე, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის საზ. გეოგრაფიის განყ–ის ხელმძღვ., მთ. მეცნიერი (2024). წარჩინებით დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ ინ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი სპეციალობით გეოგრაფია-ბიოლოგია (1982). გაიარა დასწრებული ასპირანტურის კურსი საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ფიზ. გეოგრაფიის განყ-ში (1983-1986). დღემდე მუშაობს გეოგრაფიის ინ-ტში (1986-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით ფიზ. გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია, თემაზე: „მსხვილი სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ანალიზი რაციონალური ბუნებათსარგებლობის მიზნით (ქ. თბილისისა და რუსთავის მაგალითზე)“ (1993), რ-შიც მოცემულია თბილ.-რუსთავის საგარეუბნო ზონის პირვ. ლანდშაფტურ-ეკოლ. გამოკვლევა, გამოვლენილია ლანდშაფტზე ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმები და ფაქტორები, გამოკვლეულია ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების შედეგად ლანდშაფტშემქმნელ კომპონენტებზე მიმდინარე პროცესები. შედგენილია ანთროპოგენური ლანდშაფტების, ლანდშაფტურ-ეკოლ. და ბუნებათსარგებლობის, რეკრეაციული და სხვ. რუკები. ს. ე. არჩეულ იქნა უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1993), მთ. მეცნიერის თანამდებობაზე (2024) და საზ. გეოგრაფიის განყ-ის ხელმძღვანელად. ს. ე.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროა: ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ლანდშაფტურ-ეკოლ. შეფასება-ანალიზი, ბუნ. გარემოს ტრანსფორმაციის, ლანდშაფტების პოტენციალი და ეკოლ. მდგომარეობის საკითხები. სხვადასხვა დროს კითხულობდა სალექციო კურსებს ზოგად დედამიწისმცოდნეობაში, ლანდშაფტთმცოდნეობაში, საქართვ. ფიზ. გეოგრაფიაში, კავკ. ფიზ. გეოგრაფიაში, ზოგად ფიზ. გეოგრაფიაში სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლებში: სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტი (1998-2005), სოხუმის უნ-ტი (1999-2003), ილიას უნ-ტი (2006-2011), თსუ-ში იყო სოციალურ და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ის მოწვეული ლექტორი (2015-2023); მიენიჭა დოცენტის წოდება (2003). მონაწილეობდა საერთაშ. და ადგილ. კონფერენციბში, არის საქართვ. მეცნ. აკადემიის და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტიორი, ძირით. შემსრულებელი, პროექტის ხელმძღვ. ს. ე. იყო თსუ-ის გეოგრაფიის ინ-ტის სწავლ. მდივანი (2007-2012); ინ-ტის დირექტორის მოადგილე (2012-2024); არის ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ის სამეცნ. საბჭოს წევრი (2020-დან); შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის აბიტურიენტთა და მასწავლებელთა გეოგრაფიის სააპელაციო კომისიის წევრი (2010-2025); გამოქვეყნებული აქვს 90 ნაშრომი: „გარემოს დაცვა“ (წგ: საქართველოს გეოგრაფია. თბ., 2013); „Protected Areas and Natural Landscapes – an Essential Factor for Sustainable Development of Ecotourism in Mountainous Regions“ (Georgian Geographical Journal, 2021, Vol. 1; „Environmental and Anthropogenic Factors in the Development of Geodynamical Processes in Racha“ (Georgian Geographical Journal, 2022, Vol. 2.

თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): სალუქვაძე, ე. (თანაავტორი). (2014). ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. უნ-ტის გამ-ბა; Салуквадзе, Е. (თანაავტორი). (2014). Трансформация ландшафтов Грузии и их экологическое состояние: (общая характеристика и анализ). LAP LAMBERT Academic Publishing. Saarbrucken. Germany; სალუქვაძე, ე. (თანაავტორი). (2017). საქალაქო აგლომერაციების ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია: (თბილის-რუსთავის მაგალითზე). თბ., დანი; სალუქვაძე, ე., (2019). დავით უკლება (1919-1999): ბიობიბლიოგრაფია. თბ.

ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). სალუქვაძე ელენე დავითის ასული. ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება; ელენე სალუქვაძე. პროფესიაში გამორჩეულნი: 2. თბ., პეტიტი, 2012.