სახოკია მაია მიხეილის ასული
სახოკია მაია მიხეილის ასული

სახოკია მაია მიხეილის ასული  (17.IV.1945, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1998), თსუ-ის უფრ. მასწავლებელი (1972-1977), საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის თანამშრომელი (1977-2004), ილიას სახელმწ. უნ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ინდურ–ირან. ენების განყ-ების გამგე (2004–დან). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირან. ფილოლოგიის განხრით (1967) და თსუ-ის ასპირანტურა (1971). იყო  თსუ-ის უფრ. მასწავლებელი  (1972-1977); საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის თანამშრომელი (1977–2004) და სამეცნ. საბჭოს წევრი (1998–2006); თავისუფალი უნ-ტის აზიის და აფრიკის ინ-ტის მოწვეული ლექტორი (1992–2008) და პროფესორი   (1998–2008).  ს.მ. თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა, სპარს. ლიტერატურა. მისი კვლევის სფეროებია: სპარს. ენის ისტ. სინტაქსი და მორფოსინტაქსი, სპარს. და ქართ. ენების ტიპოლ. შეპირისპირებანი; ინდოევროპულ (ირან., სომხ., სლავური და სხვა) ენათა ტიპოლ. შეპირისპირება ქართველურ ენებთან. ს.მ. არის ავტორი და ხელმძღვ. შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტისა „სპარსულ–ქართული დიდი აკადემიური ლექსიკონი გრამატიკული ნარკვევით“ ორტომეული (N006–08), რომლის პირველი ტ. საქართვ. ეროვნ. ბიბლიოთეკის საიტზე გამოქვეყნდა (2025). ს.მ. დაჯილდოებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის „შაჰრიარის“ კულტურის საერთაშ. მედლით (2020).

თხზ.:Сахокия, М. (1985). Посессивность, переходность и эргативность. Типологическое сопоставление древнеперсидских, древнеармянских и древнегрузинских конструкций. თბ., გამომც. მეცნიერება; სახოკია, მ. (2007).  შრომები, I . თბ., გამომც. ნეკერი; სახოკია, მ. (მთარგმნელი). (2012, 2015). აქემენიდთა ძველსპარსული წარწერები. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941178726; სახოკია, მ. (2020) თანამედროვე სპარსული ენის სინტაქსი და მორფოსინტაქსი ქართულენოვანთათვის. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941266300.