-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
სახელაშვილი ოთარ გიორგის ძე (15.V.1992, თბილისი), სწავლობდა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ზე, ფიზიკის მიმართულებით (2010-2016). წარჩინებით დაასრულა საბაკალავრო პროგრამა (2014) და ატომური და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სპეციალიზაციით, ასევე წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა (2016). სწავლობდა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნ-ტში თეორ. და მათ. ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე, რ-იც ასევა წარჩინებით დაასრულა (2016-2018). განაგრძო სწავლა ამავე უნ-ტსა და მაქს პლანკის ინ-ტში სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად (2018-დან). წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „გაჯერებული სისტემების კვანტური აღწერა“ (On Quantum Description of Saturated Systems, 2022). იყო სიდნეის უნ-ტის ახალგაზრდა პოსტდოქტორანტი (2022-2025). მუშაობს მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნ-ტში მეცნ. თანამშრომლად (პოსტდოკი, 2025-დან). ამჟამად არის 17 სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, მათ შორის: ,,De Sitter space as BRST invariant coherent state of gravitons,” (Phys.Rev.D 105 (2022) 2, 025022); ,,Hint to Supersymmetry from GR Vacuum,” (Phys.Rev.D 110 (2024) 8, 086008); ,,TeV Window to Grand Unification: Higgs's Light Color Triplet Partner,” (Phys. Rev. D 112 (2025) 7, 075036). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს არაპერტურბატიული ნაწილაკების ფიზიკას, სტანდარტული მოდელის მიღმა ფიზიკას, კვანტურ გრავიტაციას, ველის კვანტურ თეორიასა და მათემატიკურ ფიზიკას.