საქართველოს მათემატიკური ჟურნალი
საქართველოს მათემატიკური ჟურნალი

საქართველოს მათემატიკური ჟურნალი (Georgian Mathematical Journal). საერთაშ. ჟურნალი (ISSN: 1072-947X, eISSN: 1572-9176), იბეჭდება მაღალი სამეცნ. ღირებულების მქონე რეცენზირებული ორიგინალი სტატიები წმინდა და გამოყენებით მათემატიკაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართვ. მათემატიკოსების მიერ მიღებული შედეგების წარმოჩენას. დაარსდა საქ. მეცნ. აკად. და ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მიერ აკად. ივანე კიღურაძისა და აკად. რევაზ გამყრელიძის ინიციატივით (1994). 1994-1999 წლებში მას გამოსცემდა Plenum Publishing Corporation (აშშ, 1994-1999)), Helderman-Verlag (გერმანია, 2000-2009)), De Gruyter (გერმანია, 2010-დან)).  GMJ (2025 წლის იმპაქტ ფაქტორი 0.7) შეტანილია მათემატიკის ძირითად სამეცნ. მონაცემთა ბაზებში, მათ შორის Web of Scieces, Mathematical Reviews (MathSciNet), Scopus, Zentralblatt Math. ჟურნალის მთ. რედ. დაარსებიდან არის ივანე კიღურაძე (1994-დან), პასუხისმგებელი რედ. იყო პროფ. თენგიზ შერვაშიძე (1994-2014), ხოლო პასუხისმგებელი რედ. პროფ. თენგიზ ბუჩუკური (2015). მათ სარედაქციო კოლეგიის სხვა წევრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის საერთაშ. დონეზე აღიარებაში.