საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი, 04.I.1933, ვლადიკავკაზი) თსუ–ის  სამეცნ. და პროფესორთა საბჭომ ეკლესიისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის აირჩია საპატიო დოქტორად (04.XI.2002).

სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილისა) დაასრულა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა (1952), შემდეგ კი ჩაირიცხა მოსკოვის სას. სემინარიაში, რ-იც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და საუკეთესო სუდენტის სტატუსით სწავლა განაგრძო სას. აკადემიაში. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში სას. აკადემიის II კურსის სტუდენტი 24 წლის ირაკლი ბერად აღიკვეცა (16.IV.1957). ამავე წელის სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად (18.IV.1957), შემდეგ კი - მღვდელომაზვნად სერგის მონასტრის ლავრაში (10.V.1959).

მღვდელმონაზონმა ილიამ მოიპოვა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნ. ხარისხი დისერტაციით: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. მან პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა მოსკოვის სას. აკადემია (1960), სადაც საპროფესორო სტიპენდიატად დარჩენა შესთავაზეს, თუმცა საპატიო კარიერას სამშობლოში მსახურება არჩია და ბათუმის საკათედრო ტაძარში გამწესდა მღვდელმსახურად. იყო მცხეთის სას. სემინარიის პირველი რექტორი (1963-1972).

იგი აღყვანილ იქნა იღუმენის (19.XII.1960), ხოლო შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში (16.IX.1961). არქიმანდრიტ ილიას ხელი დაასხეს ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსად (26.VIII.1963), მოგვიანებით გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად (1967), შემდეგ კი  აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში (1969).

სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, პატრიარქის მოსაყდრე გახდა მიტროპოლიტი ილია (1977). საქართვ. სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II (23.XII.1977).

სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა აღესრულა: მართლმადიდებლურმა სამყარომ სცნო საქართვ. უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალია (1990). ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითიც განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ქვეყნის ისტორიაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სას. პირთა რიცხვი, გაცხოველდა ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობის პროცესი (14.X.2002).