საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა
საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა

საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა. თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსდა საქართვ. გეოგრ. კათედრა 29.06.1998). მისი შექმნის ინიციატორი, ორგანიზატორი და პირველი გამგეა პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი. კათედრის დამფუძნებლები ასევე იყვნენ: იმჟამინდელი გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დეკანი, პროფ. ოთარ ხმალაძე, პროფ. ლია მაჭავარიანი, პროფ. დალი ნიკოლაიშვილი, მეცნიერ-მუშაკი მიხეილ ხავთასი, დოცენტი ნელი ჯამასპაშვილი და გეოგრ. მუზეუმის გამგე ნანა მჟავია.  სხვადასხვა წლებში  საქართვ. გეოგრ. კათედრის წევრები გახდნენ:  ასოც. პროფ. გიორგი მელაძე, დოცენტი მანანა რატიანი, დოცენტი გია სოფაძე, დოცენტი გამარლი დოხნაძე, დოცენტი თენგიზ დეკანოიძე, ასოც. პროფ. რობერტ მაღლაკელიძე, ასოც. პროფ. მარიამ ელიზბარაშვილი, მეცნიერ-მუშაკი ჯემალ ძაძუა, გეოგრ. დოქტორი დავით სვანაძე, ნია პატარიძე, ნათია კოკაია და ირაკლი ესაკია. კათედრის აკად. პერსონალი საქართვ. გეოგრაფიას, როგორც საუნივერსიტეტო საგანს, თსუ-ის 21 ფაკ-ტზე კითხულობდა (1998-2006). კათედრას აკად. და სამეცნ. პროფილს (ინტეგრაციულ გეოგრაფიას) დაემატა ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულება (2010-დან). განვლილ წლებში, კათედრის თანამშრომელთა მიერ ქართულ ენაზე პირველად გამოიცა უმაღლ. სკოლის რამდენიმე (საქართვ. გეოგრაფია, გეოგრაფიის საფუძვლები, გამოყენებითი გეოგრაფიის საფუძვლები, მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ლანდშაფტური დაგეგმარება და სხვ.), საშ. სკოლის ათზე მეტი სახელმძღვანელო და ორ ათეულამდე მონოგრაფია (საქართვ. სამხ. გეოგრ., გეოეკოლ. ხუთენოვანი განმარტებითი ლექსიკონი, საქართვ. დემოგრ. გამოწვევები,  ლანდშაფტური დაგეგმარების გეოეკოლ. საფუძვლები, საქალაქო აგლომერაციების ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია და სხვ.). კათედრის თანამშრომელთა მიერ შესრულებულ სამეცნ. ნაშრომთაგან აღსანიშნავია მრავალტომეულის „საქართველო- ჩვენი ფასეულობების“ პირველი ტომის „საქართველოს ბუნების“ გამოცემა, რ-იც სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით გამოიცა (2013). საქართვ. გეოგრაფიის კათედრა აქტიურად თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბერლინის, ბერნის, ვენის და ხარკოვის უნ-ტეტებთან, არაერთ საერთაშ., სამეცნ. და სახელმწ. ორგანიზაციასთან (საერთაშ. გეოგრ. კავშირი (IGU), აზიის კულტურული ლანდშაფტის ასოციაცია (ALCA), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNEP, UNDP), UNESCO, Mountain Research Initiative, CBC, CEPF, TEEB, მსოფლიო ბანკი, გერმანიის განვითარების ბანკი და სხვ.). კათედრის ძალისხმევით გამოიცემა ინტერდისციპლინური სამეც. ჟურნ. „საქართველოს გეოგრაფია“, სადაც სტატიები იბეჭდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე (2001-დან).

ლიტ.: ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ალბომი, მიძღვნილი თსუ-ის გეოგრაფიის მუზუმის 55 წლის იუბილესადმი. თბ.: უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640.