-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
საჯაია ეთერ
საჯაია ეთერ (3.VI.1956, კამენსკის ოლქი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი კვანტური რადიოფიზიკის სპეციალობით (1977). მუშაობდა ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში ბუნებრივი მოდელირების განყ-ბაში ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად. შემდგომ მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადში ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ოპტიკური დისტანციური მეთოდის დასანერგად (1990). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. იკვლევს ატმოსფეროს გაჭუჭყიანებისა და გაუდაბნოების პროცესებს. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "გარე და შიდა ფაქტორების გავლენა ატმოსფეროს გაჭუჭყიანებაზე საქართველოში" (1999).