-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ჟურნალისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკადემიკოსი
საითიძე გელა (გიორგი) შალვას ძე (28.IX.1938, სოფ. ზემო სიმონეთი). ჟურნალისტი, ისტორიის მეცნ. კანდ. (1972), ისტორიის მეცნ. დოქტორი (2004). მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „ქართული პოლიტიკური აზრია რუსეთის სახ. სათათბირო (1905-1917 წწ.)“, რ-იც წიგნად გამოიცა (2005). დაამთავრა თბილ. სახ. უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1963). კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოკლევადიანი კურსები და სემინარები გავლილი აქვს ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, ტალინში, სამარაში, კიევში, ბერლინში, ვარშავაში და სხვ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილ. კოოპერაციული ტექნიკუმის სარედ.-საგამ. ჯგუფის მთ. რედაქტორად; კომუნისტური პარტიის ისტორიის ინ-ტში თარგმნის სექტორის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელ რედაქტორად; საქართვ. ცკ-ს სხვადასხვა პასუხისმგებელ თანამდებობებზე; სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1972-დან). საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1991-დან). ს. გ. იყო, საქართვ. პარლამენტის დემოკრატ. აღმშენებლობისა და პოლიტოლ. ინ-ტის გან-ბის გამგე; საქართვ. პარლამენტის ექსპერტ-კონსულტანტი; თბილ. სახ. უნ-ტის ისტორიის ფაკ. პოლიტ. პარტიების ისტ. სამეცნ.-კვლ. ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამრომელი; შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინ-ტის ჟურნალისტიკის გან-ბის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახ. და უახლესი ისტორიის გან-ბის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი. იგი არჩეულია საქართვ. პოლიტ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსად. ს. გ.-ს სამეცნ. კვლევის ინტერესია საქართვ. ახ. და უახლესი ისტორიის ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ქართ. პოლიტ. აზრის განვითარება, საქართვ. დემოკრ. აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის, ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიის საკითხები; საზ., პოლიტ. თუ სამხ. მოღვაწეთა დამსახურების წარმოჩენა, საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიისა და მის გამოჩენილ მოღვაწეთა როლი ერის კონსოლიდაციის საქმეში და სხვ. სამეცნ. საქმიანობის გარდა ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა სახ. უნ-ტსა და რამდენიმე კერძო უმაღლეს სასწავლებელში. არის არაერთი სამეცნ. კრებ. სარედაქციო საბჭოს წევრი, ჟურ. „საისტორიო ვერტიკალების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცალკეული ნაშრომების რედ. ან რეცენზენტი. იგი არის 30-მდე წიგნის და ბროშურის, 150-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი.
თხზ.: საითიძე, გ. (2001). ათი წელი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციის სათავეში: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.თბ., უნ-ტი გამ-ბა, ISBN 9992833793; საითიძე, გ. (2003). ჟურნალი „კლდე“ (1912-1915 წწ.). თბ., ნეკერი, ISBN 999285667X; საითიძე, გ. (2005). ქართული პოლიტიკური აზრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (1905-1917 წწ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994038079; საითიძე, გ. (2008). ქართველები რუსეთის სახელმწიფო საბჭოში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941121081; საითიძე, გ. (2009). პეტრე სურგულაძის საგამომცემლო-პუბლიცისტური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა.თბ., უნივერსალი, ISBN 9789941126765; საითიძე, გ. (2011). პირველი საერთაშორისო უნივერსალური ორგანიზაცია – ერთა ლიგა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ.).თბ., უნივერსალი. ISBN 9789941171086; საითიძე, გ. (2016). პაპიდან-შვილთაშვილამდე – უსიხარულოდ განვლილი ცხოვრების გზა. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941228742; საითიძე, გ. (თანაავტორი). (2018). სიმონეთი და მისი ერთი „ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი“ . თბ., ISBN 9789941950872.