საღინაძე ლაშა როინის ძე (22.I.1986), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი, სოციალ. მეცნიერებების ბაკალავრი, სპეციალობა ეკონ. კიბერნეტიკის ბაკალავრი (2003-2007), არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, სპეციალობით მარკეტინგი (03.2008-03.2010). ს. ლ.-მ იყო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის, საბიუჯეტო სამმართველოს სტაჟიორი (02.2008-07.2008); შემდეგ ეკონ. დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფრ. სპეციალისტი (07.2008-01.2010); გაიარა ინგლ. ენის, როგორც უცხო ენის, სრული კურსი (დიდი ბრიტანეთი, 08.2011); ეკონ. დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს მთ. სპეციალისტი (01.2010 - 08.2010); საბიუჯეტო სამმართველოს უფრ. (08.2010-04.2013), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონ. დეპარტამენტის უფრ. (05.2013-02.2017), თსუ-ის ადმ ხელმძღვანელის მოადგილე/კანცლერის მოადგილე (02.2017-12.2019),განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღლ. საგანმან. დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი (04.2017-2021); MCA-ის პროექტის-Industry PEM GmbH-led Skills and Workforce Development Project (ISWD) დანახარჯების დაანგარიშების ადგილ. ექსპერტი (10.2017-2018); PWC-ის პროექტი-GGF Project (Increased Efficiency of VET Education through Viable Public-Private Partnerships (PPPs) in Georgia) ფინანსური ექსპერტი (09.2018-03.2019); PWC-ის პროექტი- GE67 - Development of Diversified Financing Mechanisms ფინანსური ექსპერტი (06.2019- 05.2020); პროექტის-World Bank - Georgia: Strengthening Teacher Quality in Vocational Education and Training ფინანსური კონსულტანტი (08.2019- 03.2021); პროექტი-GOPA Worldwide Consultants GmbH: Skills Development for Matching Labor Market Needs ტექნ. ფინანსური ასისტენტი (12.2021-01.2022); ADB-ის პროექტი-Policy and management Consulting group: Improving learning outcomes in secondary sector development program ფინანსური კონსულტანტი (02.2023-12.2025); მსოფლიო ბანკის პროექტი-კომპანია Seatig Inc. (a New York corporation), უმაღლ. განათლების დაფინანსების ექსპერტის (კონტრაქტორი) (04.2024-09.2025). ს. ლ. არის თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვ.-კანცლერი (12.2019-დან).