-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
საღარეიშვილი ოთარ ნოეს ძე (12.V. 1927, სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი დიხაიში-03.XI. 2004, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი სოფლის მეურნეობის ეკონომისტის სპეციალობით (1947-1952), იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში და დაამთავრა სახ. მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობა და დაინიშნა ასისტენტის თანამდებობაზე (1955). მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1956). ს. ო. იყო სააღრიცხვო ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1965-1973), დოცენტის (1959), პროფესორი (1973), ასრულებდა კათედრის გამგის მოვალეობას (1976-2002). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.
თხზ.: საღარეიშვილი, ო. (1986). აგროსამრეწველო ინტეგრაცია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; საღარეიშვილი, ო. (1986). მიკროეკონომიკა: ნაწ.1. თბ., უნ-ტის გა-ბა; საღარეიშვილი, ო. (2003). ბურჯი ქართული ეკონომიკური აღორძინებისა-ფილიპე გოგიჩაიშვილი. თბ. უნ-ტის გა-ბა; საღარეიშვილი, ო. (თანაავტორი). (1994, 1995). ბიზნესის ორგანიზაცია, მართვა და ანალიზი: დამხმარე სახელმძღვანელო: ნაწ. 1-2. თბ., მეცნიერება; საღარეიშვილი, ო. (1970). შრომის დარგობრივი ბალანსები საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობაში. უნ-ტის გა-ბა.
ლიტ.: ო. ნ. საღარეიშვილი - ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი. (1971), თბილისი, 1 ივლ.; ოთარ საღარეიშვილი-მეცნიერი და პიროვნება: 80. (2007), თბ., უნივერსალი.