საერთაშორისო სიმპოზიუმი არაცნობიერის საკითხებზე
საერთაშორისო სიმპოზიუმი არაცნობიერის საკითხებზე

საერთაშორისო სიმპოზიუმი არაცნობიერის საკითხებზე (1979, თბილ.). ა. შეროზიას ინიციატივით, თბილისში, თსუ-ში ჩატარდა საერთაშ. სიმპოზიუმი არაცნობიერის საკითხებზე, რ-იც თავისი მასშტაბით უდიდესი იყო მსოფლიოში ამ თემაზე ოდესმე ჩატარებულ მეცნიერულ თავყრილობათა შორის (1979). სიმპოზიუმში მონაწილეობდა 150-მდე სტუმარი 17 ქვეყნიდან, მათ შორის — საბჭ. კავშირის სხვადასხვა სამეცნ. ცენტრიდან. იმ ეპოქაში, როდესაც „რკინის ფარდა“ ჯერ კიდევ მყარად იყო ჩამოფარებული, ეს იყო მართლაც გრანდიოზული მოვლენა. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოწვეულნი არა მხოლოდ „სოციალისტური ბანაკიდან“, არამედ დასავლეთის ქვეყნებიდან (ავსტრია, აშშ, გერმანია, ინგლისი, ირლანდია, იტალია, კანადა, საფრანგეთი). გამორჩეული იყო ისიც, რომ თბიl. ესტუმრა ფსიქოანალიზური ორიენტაციის ბევრი ცნობილი მკვლევარი, რადგან ამ პერიოდში ფსიქოანალიზი საბჭ. ფსიქოლოგიისთვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ სიმპოზიუმს ჰქონდა არნახული მნიშვნელობა და უნიკალური ხასიათი. სიმპოზიუმის მოსამზადებელი პერიოდი 5 წელი გაგრძელდა.

თხზ.: Imedadze, I. (2019).Tbilisi 1979 Year Symposium on the Unconscious – Looking Back. Problems of Psychology in the 21st Century, 13(1), 4–6; Imedadze, I. (2022). Tbilisi Symposium on the Unconscious – A Short Retrospective. Georgian Psychological Journal, 2, 157–171.