„კვარკი—84“, - საერთაშორისო სემინარები( 15.V.1984 -17.V.1984, თბილისი), თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ბაზაზე ჩატარდა. სემინარი ეძღვნებოდა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკას, კერძოდ კვარკების თეორიას და მათთან დაკავშირებულ თანამედროვე პრობლემებს. განხილულ თემებს შორის იყო: კვარკების სტრუქტურა და თვისებები; ძლიერი ურთიერთქმედების თეორია - კვანტური ქრომოდინამიკა; ჰადრონების (პროტონები, ნეიტრონები და სხვა ნაწილაკები) აგებულება; მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერ. და თეორ. შედეგები; კვარკული მატერიისა და ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედების თანამედროვე მოდელები. სემინარის მასალები მოგვიანებით ორ ტომად გამოიცა საბჭ. მეცნ. აკადემიისა და თსუ-ის მონაწილეობით. „კვარკი-84“ იყო იმ დროისთვის ერთ-ერთი მოწინავე სამეცნ. ფორუმი. ამ ტიპის სემინარებს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში თეორ. და ექსპერ. ფიზიკის განვითარებაში.