-
ავტორი
- კატეგორიები:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“ (26.IX-28.IX.2020, თბილისი-თელავი), კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემია; საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია; საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემია; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტი; თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი; ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. უნ-ტი, აკ. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტი. კონფერენციის საპატიო თავმჯდომარეები იყვნენ: მეუფე იოანე (ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროლოლიტი, გელათის აკად. პრეზიდენტი); მ. შუხოშვილი (საქართვ. განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მეცნ. განვითარების დეპარტამენტის უფრ., ჰუმანიტარულ მეცნ. აკადემ. დოქტორი); აკად. რ. ხუროძე (საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პირველი აკად.-მდივანი); მ. ციცქიშვილი (საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემ. პრეზიდენტი); აკად. რ. კოპალიანი (აფხაზეთის მეცნ. აკად. ვიცე პრეზიდენტი, აკ. წერეთლის სახელმწ. უნ-ტის რექტორი). კონფერენციის თავ-რე იყო თ. ადეიშვილი (საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემ. ვიცე პრეზიდენტი, აკ. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტის ემერიტუს-პროფესორი). კონფერენციის თანათავმჯდომარეები იყვნენ: თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის პროფ. ა. ამირანაშვილი; ბათუმის შ. რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის რექტორი, პროფ. მ. ხალვაში; თელავის სახელმწ. უნ-ტის პროფ. ე. ელიზბარაშვილი. კონფერენციის სწავლული მდივანი - ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფ. ნ. ბერძენიშვილი. კონფერენცია ჩატარდა შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების განხრით: ლანდშაფტის ეკოლოგია და გარემოს დაცვა; ფიზიკურ-ქიმ. და კოსმ. ეკოლოგია; ბიო-სამედ. ეკოლოგია; საინჟ. და სასურსათო ეკოლოგია; სულიერი სამყაროს ეკოლოგია; ტურიზმი და ეკოლოგია. სულ კონფერენციის სხვადასხვა სექციაში გაკეთდა 55 მოხსენება.