საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“: (21.IX-22.IX.2018, ქუთაისი), კონფერენცია მიეძღვნა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის დაარსების 100 წლისთავს, აკ. წერეთლის სახელმწ. უნ-ტის დაარსების 85 წლისთავს და თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის დაარსების 85 წლისთავს. მონაწილეობდნენ: აკ. წერეთლის სახელმწ. უნ-ტი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტი; თსუ-ის მ.ნოდიას გეოფიზიკის ინ-ტი; საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემია; საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქია; საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემია. კონფერენციის საპატიო თავ-რეები იყვნენ: მეუფე კალისტრატე (ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი); აკად. მ. ციცქიშვილი (საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის პრეზიდენტი); რ. კოპალიანი (აკ. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტის პროფესორი); მ. აჭაიძე (თსუ-ის რექტორის აპარატისა და აკადემ. საბჭოს სამდივნოს უფრ.), კონფერენციის თანათავმჯდომარეები: პროფ. ა. ამირანაშვილი, ასოცირებული პროფ. მ. ჯიქია. კონფერენციის სწავლული მდივანი: აკ. წერეთლის სახ. უნ-ტის ასოცირებული პროფ. ხ. კიკალიშვილი. კონფერენციის I სექტორში (ფიზიკურ-ქიმ. და კოსმ. ეკოლოგია) გაკეთდა 23 მოხსენება ქართვ. და უცხოელი მეცნიერების მიერ; II  სექტორში (ლანდშაფტის ეკოლოგია და გარემოს დაცვა) გაკეთდა  20 მოხსენება; III სექტორში (საინჟ. და სასურსათო ეკოლოგია) გაკეთდა 21 მოხსენება; IV სექტორში (ბიოსამედიცინო და სულიერი სამყაროს ეკოლოგია) გაკეთდა 22 მოხსენება. პერსონალიები - გამოქვეყნდა 5 სტატია.