30 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
30 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„30 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშისაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (21.V.2022, თბილისი), სა­ერ­თა­შ. სა­მეც­ნ. კონ­ფე­რენ­ცი­ა „30 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნ. ფა­კ-ტის სა­ქარ­თვ. ისტო­რი­ის ინ­-­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტ. მოვ­ლე­ნი­სად­მი მიძღვნილი სა­ერ­თა­შ. კონ­ფე­რენ­ცია და პირ­ვე­ლი სე­სია გახ­სნა ინ­-­ტის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფ. თ. დუნდუ­ამ, რ-მაც შე­სა­ვალ სიტყვა­ში ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რ-ც ევ­რო­პის სა­ინ­ტეგ­რა­ციო ზო­ნის შემადგე­ნელ ნა­წილ­ზე. კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თვ. და უცხოელი მეცნიერები. ლი­ეტ­უვ­ის ვი­ტა­უტ­ას დი­დის უნ­-­ტის წარმომადგენელმა ა. პუქ­შტომ ისა­უბ­რა ლიეტუვის სა­ერ­თა­შ. აღი­არ­ებ­აზე და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან გა­ერ­ოში გაწევრი­ან­ებ­ამ­დე: „ჩვენ მი­ვი­ღეთ და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა 1990 წლის 11 მარ­ტს და ეს დღე ოფიციალ­ური დას­ვე­ნე­ბის დღეა ლი­ეტ­უვ­აში", თქვა მან. ე. ენ­გი­ზერ­სმა, რ-იც წარმოადგენდა ბალ­ტი­ის სა­ერ­თა­შ. აკ­ად­ემიას და ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ისა­უბ­რა ლატ­ვი­ის სა­ერ­თა­შ. აღი­არ­ებ­აზე დამოუკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან გა­ერ­ოში გაწევრიან­ებ­ამ­დე. ესტონეთიდან, ტარტუს უნ-ტის წარმომადგენელმა ს. ტამ­ბიმ ისა­უბ­რა ესტო­ნე­თის გა­ერ­ოსა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­აზე და ქვეყ­ნის­თვის ამ მოვ­ლე­ნა­თა მნიშვნე­ლო­ბა­ზე: „ეს მი­სია ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მრა­ვალ მოვალეობ­აზე, მათ შო­რის, უსაფრთხოებ­ის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის დაც­ვის პასუხისმგებლო­ბა­ზე", აღნიშნა მან. საინტე­რე­სო კვლე­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა. თსუ-დან ნ. ფიფი­ამ ისაუბ­რა სა­ქარ­თვ. სა­ერ­თა­შ. აღი­არ­ებ­აზე და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღდგენიდან გა­ერ­ოში გაწევრიანებ­ამ­დე, ხო­ლო ლ. თა­ვა­ძემ ისა­უბ­რა სა­ქარ­თვ. ახ. ერ­ოვ­ნ. იდ­ენ­ტო­ბის შე­სა­ხებ: „ეს მონო­ნა­ცი­ონ­ალ­ური და მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი შუა სა­უკ­უნე­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლო მი­სა­ბა­ძი ნი­მუ­ში ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თველოს ერ­ოვ­ნული იდ­ენ­ტო­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სას", — თქვა მან. კონფე­რენ­ცი­ის წი­ნა­შე მოხ­სე­ნე­ბით — „სა­ქარ­თველოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­ის პოზი­ცია დამო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დროს (1991)“ წარ­სდგა დ. შვე­ლი­ძე, რ-­მაც პო­ლი­ტ. გარე­მოს დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე არა­ერ­თი სა­გუ­ლის­ხმო მიგ­ნე­ბა გა­უზი­არა საზ-ბ­ას. კონ­ფე­რენ­ცი­აზე ბო­ლო მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა ნ. ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, რ-მაც ისა­უბ­რა საქართველოსა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მა­თი გაეროში მი­ღე­ბის შემ­დეგ. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­ივე სე­სი­ის შემ­დგომ გაიმართა სა­ინ­ტე­რე­სო დისკუსია.