საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „კავკასიის კარი − საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის კარი − საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „კავკასიის კარი − საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“. თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტმა უმასპინძლა საერთაშ. კონფერენციას: „კავკასიის კარი“ – საქართვ. ჩრდ. კარიბჭე (25-27.VI.2021). კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის დაფინანსებით (BRG BRG-II-19-137) და საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს თანადაფინანსებით. კონფერენციის ორგანიზებაში ასევე მონაწილეობდა საქართვ. ეროვნ. მუზეუმი და ჰუმანიტარული კვლ-ების ცენტრი.

კონფერენცია მიეძღვნა ისტ. ხევის (ყაზბეგის მუნიციპ., თრუსოს ხეობა) წარსულისა და თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს. ღონისძიება მოიცავდა ისტ., ეთნოგრ., ლინგ. და კულტ. მიმართულებებით გამოკვლეულ საკითხებს. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა რეგიონის ეთნო-კულტ. და ისტ. პროცესების ობიექტურად გაანალიზება და კვლევის შედეგების ფართო სამეცნ. სივრცეში წარმოჩენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავკასიონის მთ. ქედის ჩრდ-ით და სამხრ-ით ისტორიულად არსებული საკომუნიკაციო არტერიების მნიშვნელობას, რეგიონში არსებული ბინადარი და მომთაბარე კულტურების, ასევე ავტოქთონი და მოსული ეთნოსების ურთიერთობას და მათ როლს ქართ. სახელმწ. განვითარებაში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოცდასამმა მკვლევარმა საქართველოდან და საერთაშ. სასწ.-სამეცნ. დაწესებულებიდან (ესპანეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, საფრ. და რუს.). COVID-19 პანდემიის გამო, ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში. უცხოელი მონაწილეები ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით ჩაერთვნენ დისკუსიებში. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვებისა, ბარსელონას ავტონომიური უნ-ტის პროფ. აგუსტი ალემანი (ესპ. Agustí Alemanyს) პეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია.

კონფერენციამ ხელი შეუწყო ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, იდეების გაცვლას, ერთობლივი კვლევების დაგეგმვასა და სამომავლო სამეცნ. ფორუმების ორგანიზების პერსპექტივას. კონფერენციის მასალები გამოიცა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით ქართ. და ინგლ. ენებზე.

საერთაშ. კონფერენცია „კავკასიის კარი − საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“ წარმოადგენდა მნიშვნელოვან სამეცნ. პლატფორმას, კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაციისათვის.

ინფორმაცია ღონისძიებაზე: ჟურნ. ქართული წყაროთმცდნეობა. (2021). ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი. ტ. 23.