საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“ (16.XI-18.XI.2023, თბილისი), კონფერენცია მიეძღვნა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის დაარსებიდან 90 წლისთავს. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტი და თსუ-ის მ. ნოდიას სახ.  გეოფიზიკის ინ-ტი. კონფერენციის სამეცნ. კომიტეტი და სარედაქციო საბჭო წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: აკად. თ. ჭელიძე სამეცნ. კომიტეტის თავ-რე, მთ. რედაქტორი, თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტიდან;  ნ. ვარამაშვილი, ჯ. ქირია სამეცნ. კომიტეტის თანათავ-რეები, თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტიდან; ნ. ბოლაშვილი სამეცნ. კომიტეტის  თანათავ-რე, თსუ-ის ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტიდან; თ. ცინცაძე სამეცნ. კომიტეტის თანათავ-რე, სტუ, ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტიდან; ა. ამირანაშვილი მთ. რედაქტორის მოადგილე; ნ. ღლონტი, გ. მელიქაძე თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტიდან; ლ. ქართველიშვილი გარემოს ეროვნ. სააგენტოდან; მ. ტატიშვილი სტუ-ის ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტიდან; მ. დავითაშვილი ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. უნ-ტიდან; ქ. ხაზარაძე საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნ-ტიდან;  ნ. ჯაფარიძე  თსსუ-დან; ლ. რუსტიონი, ჯ.  პაპაკოგლი სალენტოს უნ-ტიდან (იტალია); ი. ვაუპოტიჩი ი. სტეფანის ინ-ტიდან (სლოვენია); ს. სტანკევიჩი უკრაინის მეცნ. ეროვნ. აკადემ. დედამიწის კვლევის აეროკოსმოსური სამეცნ. ცენტრიდან; ს. ნაზარეთიანი სეისმ. დაცვის ტერიტ. სამსახურიდან (სომხეთის რესპ. შინაგან  საქმეთა სამინისტრო). კონფერენციაზე გაკეთდა 46 მოხსენება ქართვ. და უცხოელი მეცნიერების მიერ.