-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ’’ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები’’ (13.X.2024 - 14.X.2024, თბილისი), თსუ -ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნ.-კვლევითმა ცენტრმა გამართა X საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. კონფერენციის მთ. მიზანი იყო ხელი შეეწყო ქართულ-ოსური ურთიერთობების ახ. ეტაპზე გადასვლასა და თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. სამეცნ. ფორუმზე მუშაობდა შემდეგი სექციები:ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება და ლექსიკოლოგია; ფოლკლორისტიკა, ისტორია, ეთნოლოგია და არქეოლოგია; ფილოსოფია, რელიგია და ეთიკა; კულტურა, ხელოვნება და მედია. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილ., ისე საერთაშ. მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერები, სახელმწ. და საერთაშ. ორგანიზაციების წარმომადგენლები.