-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი კონფერენცია
პოლონეთი-საქართველო ორსაუკუნოვანი დიალოგი - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თსუ-ში (6.X.2022-7.X.2022), ღონისძიება პოლონეთის რესპ. სენატის კანცელარიის, მსოფლიო თანამეგობრობა „პოლონიას” და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და კულტურულ-საგანმან. კავშირ „პოლონიას“ დაარსებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა. კავშირ „პოლონიას“ პირველი კრება ჩატარდა თსუ-ში (1995), რადგან კავშირის დამაარსებელი და თავ-რე თსუ-ის პროფესორი, პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვ. მ. ფილინა ძირითად სამეცნ. ღონისძიებებს, კვლევებს და გამოცემებს ახორციელებდა თსუ-ის სამეცნ. ბაზაზე. თსუ-ში ტრად. ტარდებოდა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებთან და დიდ პოლონელებთან დაკავშირებული სამეცნ. მათ შორის, საერთაშ. სესიები (1998-დან). ამ წლების განმავლობაში გამოიცა სამეცნ. ნაშრომთა რამდენიმე ტომი, ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ, მონოგრაფიები კავკასიაში და საქართველოში პოლონელთა ცხოვრების შესახებ, პოლონელი კლასიკოსების თარგმანები ქართ. ენაზე. ამ სამეცნ. მიღწევებმა მაღალი შეფასება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. კავშირი და მისი თავ-რე დაჯილდოებული არიან საქართვ. და პოლონეთის სახელმწ. უმაღლ. ორდენებით და ჯილდოებით. ყველა ზემოხსენებული კონფერენცია და საიუბილეო ღონისძიებები ჩატარდა პოლონეთის რესპ. სენატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით. ამ კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის რესპ. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ა. გემბალიმ, პოლონეთის რესპ. კონსულმა საქართველოში ჟ. დემჩუკმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტ. უფროსმა რ. პერლიმ. კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ მეცნიერები პოლონეთის წამყვანი სამეცნ. ცენტრებიდან – ვარშავის და ოლშტინის უნ-ტებიდან. ნაწილმა კი ონლაინ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მეცნიერებმა ვარშავის, ჟეზოვის, ბიალისტოკის, ოლშტინის უნ-ტებიდან და პოლონეთის მეცნ. აკადემიიდან. კონფერენციის განმავლობაში იმუშავა სამმა სექციამ: ისტორია და პოლიტოლოგია; ლიტერატურათმცოდნეობა და ვერბალური კომუნიკაცია; ხელოვნება, კულტუროლოგია და განათლება.