-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი კონფერენცია
საფრთხეში მყოფი ენები, - საერთაშორისო კონფერენცია
საფრთხეში მყოფი ენები, - საერთაშორისო კონფერენცია (20.X.2016 - 24.X.2016, თბილისი), თსუ-ში გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ლინგვისტთა მუდმივმოქმედი საერთაშ. კომიტეტი, გ. ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზ-ბა და თსუ. კონფერენციაში ქართველ ენათმეცნიერებთან ერთად მონაწილეობდა ოცდაათზე მეტი ამ პრობლემატიკით დაინტერესებული უცხოელი მკვლევარი. კავკასიის რეგიონში გავრცელებულ საფრთხეში მყოფ ენათა გარდა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები შეეხებოდა ინდოეთში, ამაზონიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში, იტალიასა და ფინეთში გავრცელებულ საფრთხეში მყოფ ენებს, ამას გარდა, აფრიკისა ამერიკის ინდიელთა ენების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.