საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“
საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“

კონფერენცია - „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“, თსუ-ში გაიხსნა საერთაშ. კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ (28.X.2018-29.X.2018), რ-იც დაფინანსდა შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ და მიეძღვნა პირველი ქართ. უნ-ტის დაარსების 100 წლისთავს. პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშ. კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა. კონფერენციის უშუალო ორგანიზატორი იყო თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ ა. წერეთლის სახ. უნ-ტი და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწ. უნ-ტი. კონფერენციაში მონაწილეობდა 60-ზე მეტი როგორც საყოველთაოდ ცნობილი, ისე ახალგაზრდა მომხსნებელი 4 კონტინენტიდან, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელთაგან 40 უცხოელია. მათ შორის არიან პლატონისტთა საერთაშ. ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები, მრჩევლები, აღნიშნული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტები და მომავალი, უკვე არჩეული პრეზიდენტი. კერძოდ, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებმა: აშშ-ს; კანადის; ბრაზილიის; ინგლისის; ირლანდიის; გერმანიის; შვეიცარიის; საფრანგეთის; იტალიის; ესპანეთის; საბერძნეთის; ბულგარეთის; უნგრეთის; რუსეთის; თურქეთის; ინდოეთის; ჰონგ კონგის; იაპონიის; საქართველოს; სომხეთის და აზერბაიჯანის. კონფერენციის ფარგლებში იმუშავა სტუდენტურმა სექციამ. კონფერენციის პარალელურად გაიმართა: გ. ბუღაძის პერსონალური გამოფენა: ,,ფილოსოფია და მხატვრობა“; „ბიბლიოდრამა ანამორფოსის“. ფოტოგამოფენა „პლატონის დიალოგები სცენაზე“. ვიდეოჩვენება „პლატონის დიალოგები სცენაზე“. წიგნების გამოფენა: „პლატონი ქართულად“.