ფილოსოფია და თანამედროვეობა - საერთაშორისო კონფერენცია
ფილოსოფია და თანამედროვეობა - საერთაშორისო კონფერენცია

ფილოსოფია და თანამედროვეობა - საერთაშორისო კონფერენცია (17.XI.2022-18.XI.2022,თბილისი), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ფილოსოფიის სასწ. სამეცნ. ინ-ტის მიერ  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი ქართვ. ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის მკვლევრის, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორის, პროფ. ვ. ერქომაიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავს. საერთაშ. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: პროფ. მ. კიულე – ლატვიის უნ-ტის ფილოს. და სოციოლოგიის ინ-ტის დირექტორი, პროფ. დ. ვერდუჩი – მსოფლიო ფენომენოლოგიის ინ-ტის თანათავ-რე (მაჩერატას უნ-ტი, იტალია), პროფ. მ. კიულისი – ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, ლატვიის უნ-ტი (ლატვიის რესპ.), თ. ბასილაია – ჩარლზის უნ-ტის დოქტორანტი (პრაღა, ჩეხეთის რესპ.). საქართვ. უნ-ტებიდან მონაწილეობენ: ქუთაისის ა. წერეთელის სახელმწ. უნ-ტის, ბათუმის რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის, თბილ. პოლიტექ. უნ-ტის, თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.