-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
თამაზ გამყრელიძის იუბილესადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესის (3.X.2022-5.X.2022, თბილისი), ორგანიზატორები იყვნენ საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია და თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი. კონგრესი ჩატარდა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის საგრანტო დაფინანსებით. კონგრესი გაიხსნა და პირველი პლენარული სხდომა გაიმართა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიაში. კონგრესის მუშაობა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. კვესიტაძემ. მონაწილეებს სამუშაო გეგმა გააცნო აკად. ვიცე-პრეზიდენტმა, კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავ-რემ აკად. რ. მეტრეველმა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე); საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მოადგილე ნ. მიცკევიჩი; თსუ-ის რექტორი პროფ. გ. შარვაშიძე; შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გენერ. დირექტორი აკად. ჯ. სამუშია. სექციების გაერთ. სხდომა მიეძღვნა აკად. მ. ლორთქიფანიძის 100 წლისთავს. გაიხსნა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა. აღსანიშნავია კონგრესის წარმომადგენლობითი ხასიათი. მის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, შვედეთის, უკრაინის, რუმინეთის, რუსეთის, ავსტრალიის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის, სომხეთის უნ-ტებსა და სამეცნ. ცენტრებში მოღვაწე ქართველოლოგებმა და კავკასიოლოგებმა. მრავალფეროვანი იყო კონგრესის თემატიკაც, რ-მაც მოიცვა საქართვ. და კავკასიის ხალხთა ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ენების, ლიტერატურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ა.შ. აქტუალური პრობლემები.