სადუნიშვილი თინათინ აკაკის ასული
სადუნიშვილი თინათინ აკაკის ასული

სადუნიშვილი თინათინ აკაკის ასული (22.XII.1952, თბილისი), ბიოლოგიურ მეცნ. კანდ. (1980);  ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1995); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., აკადემიკოსი (2015-დან); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ. კორ. (2009-დან); დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1975).  თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინ-ტის სინქრონული თარგმნის უმაღლ. კურსები (1987); იერუსალიმის ებრაული უნ-ტის საერთაშ. სწავლების დეპარტ.– ბიოტექნოლოგოგიისა და კვების ტექნოლოგიის სპეციალობით (1996). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმ. და ბიოტექნოლოგიის ინ-ტი (მაშინდელი მცენარეთა ბიოქიმ. ინ-ტი), უფრ. ლაბორანტი (1974-1978); უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1978-1985); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1986-1994); წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1994-1996); საქართვ. ტექ.  უნ-ტის ბიოტექნოლოგიის კათედრის პროფესორი (1994-2004); მთ. მეცნიერ თანამშრომელი (1996-2005); ლაბორ. ხელმძღვ. (2005-დან). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე:,,ლიმონის მალატ და გლუტამატდეჰიდროგენაზების თვისებები" (1980), ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვ თემაზე: ,,ამონიუმის ასიმილაციის ძირითადი მეტაბოლური გზები უმაღლეს მცენარეებში" (1995). სამეცნ. ინტერესების სფეროა: აზოტის შეთვისება და მეტაბოლიზმი მცენარეებში. აზოტისა და ენერგეტიკული ცვლის ფერმენტების ფიზიკო-ქიმიური თვისებები, კინეტიკა და რეგულაცია. მას დადგენილი აქვს ამონიუმის პირველადი ასიმილაციისა და ჭარბი ამონიუმის დეტოქსიკაციის გზები უმაღლ. მცენარეებში. შესწავლილი აქვს მცენარის უჯრედის ჰომეოსტაზი და რეორგანიზაცია გარემოს დამბინძურებელი ორგანული ტოქსიკანტების გავლენით; მცენარეთა ადაპტაციის მექანიზმები; დამჟანგველი, კონიუგაციისა და ძირითადი მეტაბოლიზმის ფერმენტების როლი მცენარის სტრესებისადმი ადაპტაციასა და დეტოქსიკაციურ პროცესებში. მის ნაშრომებში პირველადაა ნაჩვენები ნორმალური მეტაბოლიზმის ფერმენტების მონაწილეობა ორგანული ტოქსიკანტების გაუვნებელყოფაში. შემუშავებული აქვს ბიოქიმიური კრიტერიუმები მიკრო-ორგანიზმებისა და მცენარეების შესარჩევად ბიო და ფიტორემედიაცულ ტექნოლოგიებში გამოსაყენებლად; მნიშვნელოვანია საქართვ. მრავალფეროვანი მიკრო-ორგანიზმების, მათ შორის ექსტრემოფილების კვლევა ახ. ბიოტექნოლოგიების გამოსაყენებლად. შესწავლილი აქვს ფიტოპათოგენების ვირუსები; მცენარე-ფიტოპათოგენი-ბაქტერიოფაგის ურთიერთობა სტრუქტურულ-ფუნქციურ დონეზე; შემუშავებულია მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო ბიოლოგიური მეთოდები. მიღებული აქვს 5 პატენტი P4860. (2008) იგი 23 საერთაშ. და ადგილ. პროექტის მონაწილე და ხელმძღვ.; მონაწილეობდა მეცნ. აკად. ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლ. ცენტრის მიერ ორგანიზებულ რესპ. გამოფენაში-,,ინოვაციური და მეცნიერული ტევადი პროდუქციის ნიმუშები"(2015). მონაწილეობა აქვს მიღებული 60-მდე სამეცნ. საერთაშ. კონფერენციაში. აღსანიშნავია მისი ორგანიზაციული საქმიანობა. იგი თანაავტორებთან ერთად არის სხვადასხვაენოვანი სამეცნ. ნაშრომის ავტორი (ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული), მათ შორისაა: ,,Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants” (Basis of Phytoremediation, Springer, 2006); ,,Xanthomonas vesicatoria specific virus and its potential to prevent tomato bacterial spot disease. Chapter in: Nanotechnology to Aid Chemical and Biological Defence” (Springer,The Netherlands, 2015); ,,Industrial Engineering” (In: EBTNA Text Book. Current Biotechnology and Applications. 2015).

თხზ.:Садунишвили, Т. (თანაავტორი). (2005). Метаболизм Антропогенных Токсикантов в Высших Растениях. М., Наука; სადუნიშვილი, თ. (თანაავტორი). (2005). მცენარე ჯანმრთელი გარემოსათვის:[მონოგრაფია]. ბათუმი, აჭარა; სადუნიშვილი, თ. (თანაავტორი). (2016). საველე ნიადაგმცოდნეობა. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.; სადუნიშვილი, თ. (2021). საქართველოს აგრარული კულტურა : [მონოგრაფია]. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., ISBN 9789941838248; სადუნიშვილი, თ. (2025). გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები = Giorgi Kvesitadze's bioorganic technologies = Биоорганические технологии Гиорги Квеситадзе. თბ., გრ. რობაქიძის უნ-ტის გამ-ბა.

წყარო:ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006. თბ., საქართვ.  მეცნ.  ეროვნ.  აკადემია.