-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი თანამდებობის პირი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სადუნაშვილი ლუდვიგ ივანეს ძე (12.VI. 1929, თბილისი). დაამთავრა თსუ (1948-1953); ასპირანტურა (1953-1956); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1958). მუშაობდა ეკონ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ მუშაკად (1956-1963); საქართვ. საგეგმო კომიტეტის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ვაჭრობისა და ფინანსების განყ-ბის გამგე (1963-1966); საქონელზე მოსახლეობის მოთხოვნისა და ვაჭრობის კონიუნქტურის შესწავლის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქ. ფილიალის დირექტორი (1966-1973); ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე (1973); მინისტრთა საბჭოს საქმეთა სამმართველოს ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების განყ-ების გამგე (1975-1986). კითხულობდა ლექციებს თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვისა და ვაჭრობის ეკონ. კათედრაზე (1957-1975); მოსკ. კოოპერაციული ინ-ტის თბილ. ფილიალში (1979-1985). მიღებული აქვს მთავრობის ჯილდო შრომის მედალი, საპატიო ნიშნის ორდენი და სიგელი. არის 31 სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მათგან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევაც.
თხზ.: სადუნაშვილი, ლ. (1962). წარმოების ნარჩენთა კომპლექსური გადამუშავება პირველადი მეღვინეობის ქარხნებში. საქართველოს ეკონომისტი. N12, გვ. 53-60; სადუნაშვილი, ლ. (1964). ფასწარმოქმნის საკითხები საქ. კვების მრეწველობაში. თბ., მეცნიერება; სადუნაშვილი, ლ. (1964). თვითღირებულება და ფასი სოციალისტურ საზოგადოებაში. თბ., საბჭ. საქართველო; სადუნაშვილი, ლ. (1984). ვაჭრობის ეკონომიკა და ფასები სახალხო მოხმარების საქონელზე.