სადრაძე ნინო გურამის ასული
სადრაძე ნინო გურამის ასული

სადრაძე ნინო გურამის ასული (23.X.1968, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ.  ფაკ–ტი (1985); გეოლოგი. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„კონტინენტური კოლიზიის ზონის გეოდინამიკა სამრეთ საქართველოს (ჯავახეთი და მიმდებარე არეები) კოლიზიის შემდგომი ვულკანიზმის ევოლუციის მაგალითზე“ (2015) და მიენიჭა გეოლოგიის დოქტორის წოდება. თსუ–ის მიწვეული პოფესორი (2021), მუშაობს თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (2002–დან); იყო: თსუ–ის გეოფიზიკის ინ-ტის მეცნიერ–თანამშრომელი (2002); თსუ–ის ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკ. ინ-ტის მეცნიერ–თანამშრომელი (2007); თსუ–ის აკადემ. საბჭოს წევრი (2022), საერთაშ.  ლითოსფეროს პროგრამის წევრი (ILP, 2018). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,საქართველოს ლითოსფეროს სტრუქტურა და ალპური გეოდინამიკა“  (მოამბე=Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2019, ტ. 13, N 1); ,,აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის ფრონტული ნაწილის სტრუქტურული მოდელი: სეისმური პროფილის ინტერპრეტაციის შედეგები” (მოამბე=Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2020, ტ. 14, N 2); ,,საქართველოს ლითოსფეროს გეოლოგია, სიღრმული აგებულება, გეოდინამიკა და ევოლუცია“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი, 2020); ,,ბიწმენდის ანტიკლინის სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელი სეისმური პროფილების გამოყენებით, საქართველო“ (მოამბე,  2020, №1, ტ. 14); ,,აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის ფრონტულ სექტორზე გამავალი სეისმური პროფილის წინასწარი სტრუქტურული ინტერპრეტაცია“ (მოამბე=Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2021, ტ. 15, N 14); ,,კარსტული წყლების მარაგების შეფასება ალაზნის აუზში, საქართველო“ (მოამბე=Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2023, N 1, ტ. 17); ,,Assessment of Water Karstic Resource in the Alazani Basin, Georgia“ (Bulletin of the Georgian national academy of sciences, 2023, vol. 17, no. 1).