-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი ეკონომისტი
საბაური ლევან ჯუმბერის ძე (01.I.1975, ყაზბეგი, სოფ. არისი), ეკონომისტი. თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის პროფესორი და კათედრის ხელმძღვ. წარჩინებით დაამთავრა საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტი -ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების სპეციალობით (1997) და ი. ჭავჭავაძის სახ. დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწ. უნ-ტი გერმ. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (2001). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. უნ-ტის ასპირანტურა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთის განვითარების მაგალითზე“ (2006). მუშაობდა: საქართვ. კულტურის სამინისტროს მრჩევლად (2000-2002); აპ. ქუთათელაძის სახ. თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში მთავარ ბუღალტრად; ე. მიქელაძის სახ. სახელმწ. ორკესტრში მთ. ბუღალტრად. უწყვეტად აგრძელებდა მუშაობას საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრში ანგარიშსწორების სპეციალისტად, ფინანსურ მენეჯერად და ბოლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად (2003-2010), პროექტის დასრულების შემდგომ კი გადავიდა სსიპ მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრში ფინანსურ მენეჯერად (2014-მდე). მუშაობდა სსიპ საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოში (2009-2010). დისერტაციის დაცვამდე და შემდგომ სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის ზოგად კურსში, მმართველობით და ფინანსურ აღრიცხვაში, კორპორაციულ ანგარიშგებასა და აუდიტის საერთაშ. სტანდარტებში, შიდა აუდიტსა და ეთიკის კოდექსში. იყო თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012-დან). ამჟამად არის პროფესორი (2018-დან) და აღრიცხვა, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვ. (2012-დან). ს. ლ. 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, 6 სახელმძღვანელოსა და 4 მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორია. არჩეულია აკად. საბჭოს წევრად (2024-დან). იგი უწყვეტად არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საბჭოს წევრი და ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს წევრი (2016-დან). ს. ლ. საერთო კრების წევრების მიერ 2 წლის ვადით არჩეულია საქართვ. პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავ-რედ. (2024-დან).
თხზ.: საბაური, ლ. (2016). აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. ISBN 9789941086083; საბაური, ლ. (თანაავტორი). (2022). საწარმოთა გაერთიანების იდენტიფიკაციის ზოგიერთი ასპექტის შესახებ = Some as aspects of identification of enterprises association. ეკონომიკა და ბიზნესი, N 1, ტ. XIV, გვ.67-82. თბ., უნ-ტის გამ-ბა; საბაური, ლ. (თანაავტორი). (2025). ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოებში:სავარჯიშოების კრებ.:მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამა. თბ., შპს ფორმა; საბაური, ლ. (თანაავტორი). (2025). ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების მომსახურებისა და საბოლოო მოხმარების ტარიფების ფორმულირების პრინციპები. ეკონომიკა და ბიზნესი, ტ. XVII, N 1. გვ. 140-161. თბ., უნ-ტის გამ-ბა; საბაური, ლ. (თანაავტორი). (2025). შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში:სავარჯიშოების კრებ.:აღრიცხვა, ანალიზი, აუდიტი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.