საბაშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე
საბაშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე

საბაშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე (7.VIII.1900, ბათუმი – 9.VII.1979, თბილ.), ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტ., პროფესორი (1936), საქართვ. სსრ მეცნ. აკად. წ-კორ. (1944), აკადემიკოსი (1955), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), საქართვ. სსრ სოფლის მეურნეობის მეცნ.-თა აკად. პრეზიდენტი (1957-1979). დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია (1918), შემდეგ წარჩინებით დაამთავრა თბილ. პოლიტექნ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (1926). სტუდენტობის წლებიდანვე დაიწყო სამეცნ. მოღვაწეობა ნიადაგმცდონეობაში (1925-დან), ხოლო პედ. მოღვაწეობა დაიწყო თსუ-ში (1926-დან). იყო  თსუ-ის, შემდეგ საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის ასისტენტი (1928-დან). ს. მ. მუშაობდა აგრეთვე სასუქების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ამიერკავკ. ფილიალში (1930-1933), სასუქებისა და აგრონიადაგმცოდნეობის ინ-ტის საქართვ. ფილიალში (1933-1937), სუბტროპიკული კულტურების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტსა და საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტში დოცენტად (1930-1942), თსუ-ის ნიადაგთმცოდნეობის, შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგედ და პროფესორად (1936-დან), მის მიერვე დაარსებული საქართვ. მეცნ. აკად. ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინ-ტის დირექტორად (1945-1958), თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დეკანად (1944-1946), საქართ. მეცნ. აკად. ბიოლოგიის განყ-ბის აკადემიკოს-მდივნად (1963-1976). ს. მ.-ს სახელთანაა დაკავშირებული ნიადაგმცოდნეობის განვითარება საქართველოში. მან ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართვ. და ამიერკავკ. ნიადაგების კლასიფიკაცია, დაადგინა საქართვ. ნიადაგების გენეზისი, მათი ტერიტორიული განაწილების თავისებურებანი, შედგენილობა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და აგროსაწარმოო მაჩვენებლები, დააზუსტა ნიადაგების ვერტიკალური ზონები. კვლევის განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო საქართვ. ნოტიო სუბრტოპიკული ზონის, კერძოდ, წითელმიწების ნიადაგები (1936), აგრეთვე ტყის ტომრალი ნიადაგები (1972). მან შეისწავლა და გამოსცა საქართვ. სხვადასხვა ადგილის ნიადაგების დეტალური აღწერა, კერძოდ, ყაზბეგის რ-ნის მთა-მდელოთა (1950), დარიალის ხეობის მთიანი ველების (1950), ტარიბანისა და ნატბეურის (1955), სამგორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის, თბილ. მიდამოების (1970), შირაქისა და ტარიბანის ველებისა და კახეთის კავკასიონისა (1981) და ნათელი ტყეების (1954) ნიადაგები. არაერთი ნაშრომი მიეძღვნა საქართვ. მევენახეობის რაიონებისა და ვენახისათვის (1936-1950) მარცვლეული კულტურებისათვის (1937-1938) გამოსადეგი ნიადაგების მიმოხილვას. მან ჩაატარა სამხ. ხასიათის სპეც. დავალება – გამავალობის რუკების შედგენა (1940). ამ სამუშაოს შესრულებისათვის ამიერკავკ. ფრონტის სარდლობამ გამოუცხადა მადლობა და გადასცა მედალი „კავკასიის დაცვისათვის“. ს. მ.-ს გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, თითქმის ამდენივე ხელნაწერი დატოვა. მან შექმნა პირველი ქართ. ორიგინალური სახელმძღვანელოები ნიადაგთმცოდნეობაში. გამოსცა სასწ. პროგრამები: პროგრამა ნიადაგების გეოგრაფიისა ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით (1954), პროგრამა ნიადაგმცოდნეობისა მიწათმოქმედების საფუძვლებით: ბიოლოგიის ფაკულტეტისათვის (1958) , პროგრამა ნიადაგმცოდნეობისა ნიადაგების გეოგრაფიით (1961), პროგრამა ნიადაგმცოდნეობისა მიწათმოქმედების საფუძვლებით: (ბიოლ. ფაკ-ტისათვის) და სხვ. მისი ავტორობითა და ხელმძღვანელობით შედგენილია სხვადასხვა მასშტაბის ნიადაგური რუკები (მასშტაბი 1:500,000 – 1939; 1945; 1:200,000 – 1954 და სხვ.). იყო საქართვ. სსრ სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. მოამბის რედაქტორი. ს. მ. მონაწილეობას იღებდა საერთაშ. კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და ყრილობებში: ნიადაგმცოდნეთა VI საერთაშ. კონგრესი (1956, პარიზი); VII საერთაშ. კონგრესი (1964, ბუქარესტი); სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. საიუბილეო სესია (გერმანია, 1961), ნიადაგმცოდნეთა კონგრესი (ბულგარეთი, 1970) და სხვ. ს. მ. იყო ნიადაგმცოდნეთა საერთაშ. საზ-ბის, სსრკ ნიადაგმცოდნეთა, სსრკ და საქართვ. გეოგრ. საზ-ბის საპატიო წევრი, ნიადაგმცოდნეთა საკავშ. საზ-ბის საქართვ. ნიადაგმცოდნეთა ფილიალისა და „საქართველო-იტალიის“ საზ-ბის თავ-რე. დაჯილდოებული იყო: 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

თხზ.: Сабашвили, М.Н. (1936). Почвы влажной субтропической зоны ССР Грузии, Тифлис; საბაშვილი, მ. (1941, 1952). ნიადაგთმცოდნეობის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის.  უნივ. გამ-ბა; Сабашвили, М.Н. (1948). Почвы Грузии. Тб.; Знаменательное событие в жизни республики. Заря Востока, № 292 (100096), 13 декабря, 1957, стр. 1; საბაშვილი, მ. (თანაავტორი). (1960). ზოგადი მიწათმოქმედება ნიადაგთმცოდნეობითა და აგროქიმიით, სახელმძღვ., ცოდნა, საქმთავარპოლიგრაფგამომც. მე-2 სტ; საბაშვილი, მ. (1965). საქართველოს სსრ ნიადაგები. თბ.; საბაშვილი, მ. (1967). საქართველოს სსრ ნიადაგების გაკულტურებისა და გენეზისურ-საწარმოო კლასიფიკაციის შესახებ. თსუ-ის შრომები, ტომი 122, გვ. 79-87; საბაშვილი, მ. (1970). ნიადაგთმცოდნეობა, სახელმძღვ., თბ.; ჭეიშვილი, ო. (1977). მოკლე გეოგრაფიული ცნობარი. თბ.; იაშვილი, ნ. (1980). მეცნიერი, აღმზრდელი, მოღვაწე. სოფლის ცხოვრება, 11 ოქტომბერი; მიხეილ საბაშვილი (1982). ბიობიბლოგრაფია. გამომც. მეცნეირება; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0.